მთავარი » 2010 აგვისტო 24 » ”მის სამყარო 2010”-ის ტიტული მექსიკელმა გოგონამ მოიპოვა
7:13 PM ”მის სამყარო 2010”-ის ტიტული მექსიკელმა გოგონამ მოიპოვა | |
23 აგვისტოს ლას-ვეგასში გამართული სილამაზის კონკურსი ”მის სამყარო 2010-ის” გამარჯვებული მექსიკის წარმომადგენელი ხიმენა ნავარეტე გახდა. ნავარეტე ქალაქ გვადალახარშია დაბადებული და 22 წლისაა. ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გვირგვინი მას წინა წლის ”მის სამყარომ”, ვენესუელელმა სტეფანია ფერნანდესმა გადასცა. რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ვიცე-მისის ტიტული იამაიკელ იენდი ფილიპს ერგო, ”მის ფოტოგენურობა” ტაილანდელი ფონტიპ ვაჩარატრაკული გახდა, "მის კონგენიალურობად" ავსტრალიელი ჯესიკა კემპბელი დასახელდა, მესამე ვიცე-მისის ტიტული კი უკრაინელ ანა პოსლავსკაიას მიანიჭეს. მთლიანობაში კი კონკურსის მსვლელობისას ჟიურის წევრთა ყველაზე დიდი სიმპატია პუეტო-რიკოს, ირლანდიის, სამხრეთ აფრიკისა რესპუბლიკის, ალბანეთისა და გვატემალას წარმომადგენლებმა მოიპოვეს. კონკურსში სულ 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს "მის სამყაროზე" ნანუკა გოგიჩაიშვილი წარმოადგენდა. კონკურსი, რომლის ჩატარების უფლებას ცნობილი ამერიკელი მილიარდელი დონალდ ტრამპი ფლობს, 1952 წლიდან იმართება. ”მის სამყაროს” ტიტული კონკურსის ისტორიის მანძილზე ყველაზე ხშირად (7-ჯერ) აშშ-ის წარმომადგენელს ერგო. მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |