მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » გერმანელ მომღერალს ბრალად სქესობრივი პარტნიორების შიდსით ინფიცირება ედება
3:19 PM
გერმანელ მომღერალს ბრალად სქესობრივი პარტნიორების შიდსით ინფიცირება ედება

Ambebi.Geგერმანიაში გოგონათა პოპ-ჯგუფ No Angels-ის ერთ-ერთ მონაწილეს ნადია ბენაისის ასამართლებენ. მომღერალს ბრალად სქესობრივი პარტნიორების შიდსით ინფიცირება ედება. 

მომღერალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საკუთარი სოლო კონცერტის დაწყებამდე დააკავეს. განაჩენს მას ქალაქ დარმშტადის სასამართლო გამოუტანს.

”ძალიან ვწუხვარ”, - განაცხადა მომღერალმა სასამართლო პროცესზე. 

ბენაისეს ერთ-ერთი საყვარელი, რომელიც აგრეთვე შიდსის მატარებელია, ამტკიცებს, რომ ის 2004 წელს სწორედ მომღერალმა დააინფიცირა. 

თუ სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო, მომღერალს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, მომღერალი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ დაუცველი სექსი სავალალო შედეგს გამოიწვევდა, მაგრამ პარტნიორებს არ აფრთხილებდა.

რაც შეეხება ბრალდებულის მხარეს, მათ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ნოემბერში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვილ კონცერტზე მომღერალმა განაცხადა: ”მე მქვია ნადია ბენაისა, ვარ 27 წლის, მყავს ქალიშვილი და შიდსის მატარებელი ვარ”.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.







კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1157 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar