მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
3:18 PM
პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღებისთვის დააკავეს



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ კორუფციული გარიგების ფაქტზე დეკავებულ იქნა სარფის სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის პატრულ-ინსპექტორი ფრიდონ მხეიძე.

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი თურქეთის რესპუბლიკიდან დეპორტირებულ უცხოეთის მოქალაქეებს კვლავ თურქეთის რესპუბლიკაში უპრობლემოდ დაბრუნების სანაცვლოდ  ქრთამის სახით სძალავდა ფულად თანხებს, თითოეულს 100 აშშ დოლარის ოდენობით.

დაკავებული პოლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.













კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1270 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar