მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
3:04 PM
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



რუმინეთი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გათხევადებულ აირს მიიღებს.

 სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები დღეს «თბილისის მარიოტში» განიხილეს. 

მინისტერიალში  მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობის და ბიზნესის გარემოს მინისტრმა ადრეან ვიდეანუმ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა  ნატიკ ალიევმა  და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

პროტოკოლი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გათხევადებული აირის მიწოდებას მიეძღვნა.

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით,  ამ პროექტის მეშვეობით ხაზი ესმება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

`აზერბაიჯანიდან მიწოდებულ აირს საქართველოს გავლით გამოიყენებს, როგორც რუმინეთი, ასევე შესაძლებელი გახდება ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომარაგება. წინასწარი განცხადებით პროექტს 5-6 მილიარდი დოლარი დასჭირდება,`- განაცხადა ხეთაგურმა.

ოქმის თანახმად,  კომპანია 30 დღის განმავლობაში დაფუძნდება ქალაქ ბუქარესტში, რომელიც პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ დასაბუთებაზე იმუშავებს.

13 აპრილს ბუქარესტში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს `გათხევადებული ბუნებრივი აირის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ`, რომელიც საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს.








კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1221 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar