მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » კალათბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ
2:46 PM
კალათბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ



საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოკოშკოვის გუნდმა სტუმრად ორი შეხვედრა გამართა. ქართველმა სპორტსმენებმა ბულგარეთს დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს, პოლონეთში კი 9 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ.

ამჯერად ქართველი კალათბურთელები თბილისის სპორტის სასახლეში ბელგიის ნაკრებს მიიღებენ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ქვეჯგუფში სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, სამივე თამაშის მოგების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ”ც” ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. საქართველოს ბელგიის ნაკრებიც ესტუმრა, ბელგიელები თბილისში სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდნენ, მომავალი შეხვედრა 20 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში 19 საათზე დაიწყება.










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1274 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar