მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციას უპირისპირდება
2:44 PM
კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციას უპირისპირდება


მსოფლიოს ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციას უპირისპირდება. მოჭიდავის განცხადებით, ფედერაცია მას მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანებულმა კურტანიძემ ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ხელის შეშლის მიზეზად კი სწორედ ბურჯანაძის პარტიის წევრობა და თავისი პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.

ლუკა კურტანიძის მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვების მოთხოვნით ჭიდაობის ფედერაციას წერილობით მიმართეს სახალხო კრების აქტივისტებმა. საკუთარი პოზიცია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამაც გამოხატა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრები საერთოდ არ მონაწილეობს წლევანდელ ჩემპიონატში. კურტანიძე კი ამ ეტაპზე მწვრთნელია და მას არ აქვს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1238 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar