მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » სააკაშვილმა შაუმიანში დევნილები მოინახულა
2:41 PM
სააკაშვილმა შაუმიანში დევნილები მოინახულა



პრეზიდენტმა სააკაშვილმა შაუმიანში მცხოვრები დევნილების ოჯახები მოინახულა. სულ დასახლებაში 212 ოჯახია. მათი 70% ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასაქმა, ასევე 1 ჰექტარი მიწა გადაეცა ყველა ოჯახს. ამ მიწაზე დევნილებს ძირითადად ხილის ბაღები აქვთ გაშენებული და მეფუტკრეობასაც მისდევენ.

სტუმრად ჩასულ პრეზიდენტს მოსახლეობამ თავისი პროდუქციაც გაასინჯა. პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად სტუმრობდა პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ შოშიტაიშვილების 5-შვილიან ოჯახს, სიმბოლურად საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელო შესვა და ოჯახიც დალოცა.

პრეზიდენტმა მოინახულა დევნილებისთვის სპეციალურად აშენებული ახალი ბაგა-ბაღი, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული და გაეცნო შაუმიანის დასახლებაში ევროკავშირის პროექტის მიმდინარეობას, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს - ამ ცენტრში დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა უფასოდ სწავლობენ უცხო ენებს, კომპიუტერთან მუშაობას და სოციალური პროექტების მომზადებას.












კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1185 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar