უნიკალური წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
თბილისის სახლწიფო
უნივერიტეტის გარშემო სკანდალი გრძელდება. ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი. თამარ ნემსიწვერიძის ბინიდან
ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 წიგნი.
ასევე დაკავებულია ქურდობაში ეჭვმიტანილი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი
კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი,
მფრინავთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭელიძე. ის თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობაში
ეჭვმიტანილ ვაჟა აზარიაშვილსა და ზურაბ აღდგომელაშვილს, წინასწარ
შეთანხმებული გეგმის მიხედვით, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით ხელს უწყობდა
მოპარული წიგნების თბილისის აეროპორტიდან ეტაპობრივად უკრაინის ტერიტორიაზე
ტრანსპორტირებაში. საზღვარზე წიგნების ბოლო გადატანის სანაცვლოდ, მერაბ
ჭელიძემ 6 000 აშშ დოლარი აიღო. თუმცა აღნიშნული ტვირთი უკრაინის საბაჟო
სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ეჭვმიტანილმა შეპირებისამებრ წიგნების
დაბრუნება ვერ შეძლო, თანხა კი თაღლითურად მიითვისა.
მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები
აღმოჩენილ იქნა უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. წიგნების
დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შს მთავარი
სამმართველო.