მთავარი » 2010 აგვისტო 22 » ფსიქიატრებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
2:35 PM ფსიქიატრებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს | |
რუსთავის სასამართლომ ყალბი ცნობების დამზადებისთვის ბრალდებულ სამ ექიმ ფსიქიატრს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ერთ–ერთ ექიმს პავლე კანკავას კი გირაო დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა რუსთავის ფსიქო–ნევროლოგიური დისპანსერის ოთხი ექიმი ფსიქიატრი ყალბი ჯანმრთელობის ცნობების დამზადებისთვის დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ექიმები ჯანმრთელ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განმსაზღვრელ ჯანმრთელობის ცნობას აძლევდნენ. დოკუმენტის საშუალებით კი მოქალაქეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ შესაბამის პენსიას იღებდნენ. გამოძიების მტკიცებით, ყალბი ცნობის დამზადებაში ფსიქიატრები ქრთამის სახით 100 ლარს ითხოვდნენ. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |