2:34 PM `კვეზერელის საქმეზე` გამოძიება გრძელდება | |
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდება გამოძიება ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე. 2010 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულიაო ნიკოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი აქტიური წევრი - ამხანაგობა `ბარნოვი-2`-ის ხელმძღვანელი ნანა ესაკია. წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური
ოპერაციების განხორციელების გზით, მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი,
დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება, შემდგომში კი -
დანაშაულის შენიღბვის მიზნით, მოახდინა მისი ლეგალიზაცია, კერძოდ,
ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირების სახელით შეისყიდა მიწის ნაკვეთი და
შენობები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |