მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ნანოტექნოლოგიით შექმნილი გერმანული საპარსი რამდენიმე წელი არ ბლაგვდება
2:32 PM
ნანოტექნოლოგიით შექმნილი გერმანული საპარსი რამდენიმე წელი არ ბლაგვდება

Ambebi.Geბასრი საწარმოო იარაღების მწარმოებელი გერმანული კომპანია GFD პარსვის პროცესის გასამარტივებლად ნანოტექნოლოგიებს იყენებს.

GFD-ის უნიკალური საპარსი საშუალება ურთულესი ტექნოლოგიით დამზადდება, რაც დაბლაგვებისადმი მის მედეგობას დიდი ხნის განმავლობაში განაპირობებს. ტექნოლოგიის საიდუმლო ვოლფრამის კარბიდის გამოყენებაში მდგომარეობს, რომელიც სინთეთიკური ალმასის თხელი ფენითაა დაფარული. ცნობილია, რომ სამართებლის პირის გალესვა ვაკუუმში, ჟანგბადის იონებით მოხდება.

კომპანიის ხელმძღვანელი ანდრე ფლიოტერი, რომელიც ამ ტექნოლოგიით დამზადებულ სამართებელს კარგა ხანია იყენებს, ირწმუნება, რომ მომხმარებელს ეს ინოვაციური საპარსი რამდენიმე წელი უპრობლემოდ მოემსახურება.

რა თქმა უნდა, ასეთი რთული ტექნოლოგიით დამზადებული საპარსი საკმაოდ ძვირიც ეღირება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მრავალწლიანი გამოყენებისთვის იქნება, შესაძლოა მისი ფასი არცთუ შეუსაბამო გეჩვენოთ.

თავად კომპანია GFD მხოლოდ ტექნოლოგიების შექმნითა და პროდუქტების წარმოებით შემოიფარგლება, რომელთა საბაზრო საკითხებს პარტნიორ კომპანიებს ანდობს. სავარაუდოდ, პესპექტიული საპარსი რამდენიმე წელიწადში რომელიმე ცნობილი ფირმის სახელით მაღაზიებში გამოჩნდება.

მომზადებულია technologyreview.com-ის მიხედვით.









კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1242 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar