მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება
2:25 PM
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება



საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დღეს ფოთში გაგრძელდა. პროექტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, თითოეული ადამიანის მოსაზრება უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციის საბოლოო ჩამოყალიბებისათვის, რაც ხალხის მოთხოვნებს, საჭიროებებს, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებასა და პარლამენტის ფუნქციის გაზრდაზე გააკეთა აქცენტი, რაც, მისი თქმით, ევროპული მოდელია და, თავის მხრივ, ევროპული სტანდარტების კანონების მიღებას უწყობს ხელს.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა, მხოლოდ ერთ, ქმედითუუნარობის შემთხვევაში შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა აგვისტოში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძირითადად სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ბალანსის აღდგენას და პარლამენტის ფუნქციის გაძლიერებას ითვალისწინებს.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1145 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar