მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს
2:05 PM
პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს

Ambebi.Ge"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი, დეპუტატი პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს.

როგორც მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურზე ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახები.
"ამ ბიზნესზე მონოპოლია ხელისუფლებას აქვს. პური, რომელიც დღეს ცხვება საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან მზადდება.

შესაბამისად, ექსპერტები, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში პურის ფასების ზრდას უფრო ოქტომბერ-ნოემბერში ვარაუდობდნენ", - აღნიშნა მამრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ პურზე ფასები სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა და ამისთვის ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი იყო.

"პურზე ფასის ნაადრევი ზრდა არჩევნების შემდეგ ბიუჯეტის თანხებით შევსების პრობლემას უკავშირდება. ფასების ზრდის შემთხვევაში, საჭიროა ხელისუფლებამ გაჭირვებული მოსახლეობისათვის გარკვეული კომპენსაცია გასცეს", -აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"









კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1186 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar