მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ვისი სახელებით სარგებლობენ ყველაზე ხშირად ვირუსების შემქმნელები
1:59 PM
ვისი სახელებით სარგებლობენ ყველაზე ხშირად ვირუსების შემქმნელები

Ambebi.Geანტივირუსის კომპანია McAfee-მ ის ცნობილი ადამიანები დაასახელა, რომელთა სახელებსაც ბოროტმოქმედები საზიანო საიტებზე მომხმარებელთა მოსაზიდად ყველაზე ხშირად იყენებენ.

ბოროტმოქმედები პოპულარული ადამიანების სახელებს ვირუსული პროგრამებით გაჯერებულ საიტებზე გადამისამართებისთვის რეგულარულად იყენებენ. მეთოდი, როგორც წესი, მომხმარებლისთვის ცნობილი ადამიანების ფოტოსურათების, ან ვიდეორგოლების შეთავაზებაში მდგომარეობს.

პირველ ადგილზე ამერიკელი მსახიობი კემერონ დიასია. ზიანისმომტან საიტებამდე მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ მის სახელს მიჰყავს. მეორე ადგილზე ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდხენია, ამ სიაში მესამე ბრედ პიტი აღმოჩნდა.

ჩამონათვალში მომდევნო ადგილებს მოდელი ადრიანა ლიმა და მსახიობი ჯენიფერ ლავ-ჰიუიტი იკავებენ. მათ მსახიობები ნიკოლ კიდმანი, ტომ კრუზი და პენელოპა კრუსი მოსდევენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.








კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1279 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar