მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ჯენიფერ ენისტონი: ”თუ ოდესმე შვილს გავაჩენ, მისი მამა ბრედ პიტი იქნება”
1:53 PM
ჯენიფერ ენისტონი: ”თუ ოდესმე შვილს გავაჩენ, მისი მამა ბრედ პიტი იქნება”

Ambebi.Geეს განცხადება ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ჯერ კიდევ ორიათას წელს, ბრედ პიტთან თანაცხოვრების დროს გააკეთა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა ენისტონის გარემოცვაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მსახიობმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ყოფილი მეუღლის დავიწყება და მის დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს.


სინჯარის ბავშვი

ჯენიფერ ენისტონს ძალიან მოსწონს, როგორ ზრუნავს პიტი, საკუთარ შვილებზე. თუმცა ეს ამბავი ახალი ისედაც არავისთვისაა, ყველამ იცის რომ ბრედი შესანიშნავი  მამაა.

ხმები დადის, რომ ენისტონმა პიტს საიდუმლოდ ორიგინალური საჩუქარი მოუმზადა, რომლის გადაცემაც ქორწინების ათი წლისთავზე სურს, თუმცა როგორ მოახერხებს ამას, უცნობია, რადგან პიტი ანჯელინა ჯოლის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა.

მაგრამ თუ ჯენიფერმა რაიმე ჩაიფიქრა, უკან არასოდეს დაიხევს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბავშვის გაჩენას, მარტივად პასუხობს: ”დრო შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელოვნური განაყოფიერებით ნებისმიერ ქალს მამაკაცის გარეშე შეუძლია ბავშვის გაჩენა, მე ამას არ ვაპირებ, თუმცა პატარას ყოლა არ გადამიფიქრებია”. 

Ambebi.Geამაო ილუზიები

რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, იგი ეჭვიანობს და ძალზედ გაბრაზებულია, რადგან იცის რომ, პიტს ყოფილ მეუღლესთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს, მეტიც, პიტი ჯენიფერს ტელეფონით ხშირად ესაუბრება და ოჯახურ ამბებსაც უყვება. სულაც არ მალავს, რომ ყოფილ ცოლს პატივს სცემს და არც ის აინტერესებს, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ანჯელინა.

”ჯენიფერი და ბრედი ხშირად საუბრობენ ტელეფონზე,  თუმცა  ჯენი ყველანაირად ცდილობს ექს-მეუღლისაგან თავი შორს დაიჭიროს - მასთან საუბარი ჯერ ერთი, რომ ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის და მეორეც, მიხვდა, რომ ბრედი უბრალოდ ეთამაშება. მოგვიანებით ყველაფერს  ნათელი მოეფინა და იგი თავს დამცირებულად გრძნობს, თითქოს ბრედმა იგი ხელმეორედ მიატოვა, რადგან მას ჯოლისთან ურთიერთობის გაწყვეტა აზრადაც არ მოსვლია”, - ამბობენ მსახიობის მეგობრები.

ჯენი და ბრედი ერთმანეთს განქორწინების შემდეგ პირველად ტორონტოში გამართული კინოფესტივალის დროს შეხვდნენ. ენისტონი ამბობს, რომ ბარში ყოფილ მეუღლესთან პირადულზე არ უსაუბრია, მათი დიალოგი მხოლოდ საქმიანი იყო. 

შიში და ზიზღი

და ისევ ჯოლი.  ანჯელინას ჯენიფერი მთელი არსებით სძულს და აცხადებს რომ იგი ყველა საშუალებით ცდილობს მისი ოჯახის დანგრევას.

მისი თქმით, ენისტონი ბრედის დედასთან დღემდე მეგობრობს და ეს უკანასკნელი მას პიტის დაბრუნების გეგმის შემუშავებაში ეხმარება.

ანჯელინა გაცოფებულია და სამართლიანადაც: შარშან პიტის მშობლებმა მადლიერების დღეს ოჯახში ჯენიფერი მიიწვიეს, ჯოლი  კი რატომღაც დაავიწყდათ, რის გამოც ქმართან უსიამოვნება მოუვიდა და განქორწინებითაც კი დაემუქრა. რაზეც ბრედმა უპასუხა, რომ დედამისის ნაბიჯი, მხოლოდ მისი საქმეა და რომ მას ეს არ ეხება.

გარდა ამისა, ჯოლი ენისტონს ბრედისათვის დამახასიათებელი ისეთ ცუდი ჩვევების წახალისებაში ადანაშაულებს, როგორიც ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარებაა. მისი თქმით, ბრედს ამისკენ ყოფილ ცოლთან არსებულმა სირთულეებმა უბიძგა. 

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჯოლის მშვენივრად ესმის, რომ მისი მეუღლე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისზე ზეგავლენის მოხდენა ძალზედ რთულია, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა დაადანაშაულოს ბრედთან ურთიერთობის გაფუჭებაში და ამ შემთხვევაში, განტევების ვაცი ენისტონია. 

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1324 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar