მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » puiolis interviu
10:53 AM
puiolis interviu
ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა კარლეს პუიოლმა ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. "ბარსელონას" კაპიტანმა თავისი მისია შეასრულა ეროვნულ ნაკრებში და ახლა აცხადებს, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა.

ესპანეთის ნაკრებისთვის პუიოლის წასვლა მძიმე დარტყმა იქნება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. 30 წელს გადაცილებული მცველი მიიჩნევს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, გუნდში მისვლას და წასვლასაც.

– კარლეს, მსოფლიოს ჩემპიონი ხართ...
– არც თქვენ გჯერათ?
– არა, ჩვენ ნამდვილად გვჯერა, ფაქტი სახეზეა...
– მეც ძალიან ბედნიერი ვარ. თავი ახლა უკვე სრულყოფილ ფეხბურთელად ვიგრძენი.
– დარჩა ტიტული, რომელიც არ მოგიგიათ?
– ევროპაში არაფერი დამრჩა, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და აზიაში კი ჩემი ადგილი არ არის (იცინის).
– ისე, უფლება რომ მოეცათ, სამხრეთ ამერიკის რომელ ნაკრებში ითამაშებდით?
– მე ესპანეთის ნაკრები მირჩევნია.
– არა, პირობითად...
– ცხადია, ყველა ან არგენტინას, ან ბრაზილიას იტყვის. უფრო მაინც არგენტინაში, ვინაიდან ეს გუნდი მეოთხედფინალიდან თუ დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს მცველების "დიდი დამსახურებაა". რომ არა გოლი მესამე წუთზე, არგენტინა ამ თამაშს არ წააგებდა. მე ასე ვფიქრობ. აი, არგენტინის ნაკრების დაცვას კი ნამდვილად დავეხმარებოდი.
– ბრაზილიის?
– არა, ლუსიოს ნამდვილად ვერ შევცვლიდი, მართლაც მაღალი დონის მცველია.
– კარლეს, ფინალურ შეხვედრაზე მინდა გკითხოთ...
– დიახ...
– მსაჯმა დაგინდოთ?
– არა, რობენმა დამინდო.
– ეს როგორ?
– არ წაიქცა.
– წესებს არღვევდით?
– რა თქმა უნდა, რა, ეს არ ჩანდა?
– რომ წაქცეულიყო?
– მაშინ გამაგდებდნენ, მაგრამს სხვა გზა მქონდა? როგორ ფიქრობთ?
– თქვენ ფიქრობთ, რობენი კიდევ ერთხელ რომ გასულიყო მეკარესთან პირისპირ, გაიტანდა?
– არა ვიცი. იკერმა ერთხელ გადაგვარჩინა, ჩინებულად ითამაშა და მეორეჯერ გადაგვარჩენდა თუ არა, არავინ იცის.
– თუმცა, შემდეგ გამოჩნდა, რომ კასილასი ისევ კარგად ითამაშებდა...
– მე იკერს კარგ თამაშს არ ვუკარგავ, მაგრამ მე რომ არ შემეჩერებინა რობენი, სულ სხვაგვარი მომენტი იქნებოდა.
– რატომ ჩავარდა ორჯერ ესპანეთის ნაკრების დაცვა?
– არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. მე და პიკეს მსგავსი შეცდომა მგონი, კარიერაში არ დაგვიშვია.
– რას იტყვით ვების მსაჯობაზე?
– ჩემი აზრით, ვან ბომელი გასაძევებელი იყო და თან, არაერთხელ. აშკარად პროვოკაციაზე იწვევდა ჩვენს ფეხბურთელებს და მე მისგან ეს ნამდვილად გამიკვირდა. ვერ გავიგე, რატომ თამაშობდა ასეთ ფეხბურთს. მსაჯი კი ნამდვილად ცდილობდა მინდორზე დარჩენილიყო თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელი, როგორც ერთ, ისე მეორე გუნდის მხრიდან. ფინალის გაფუჭება არ სურდა. სულ ეს იყო.
– ნახევარფინალში გაუტანეთ გერმანიას, შანსი გქონდათ ჰოლანდიასთანაც...
– მაგრამ ვერ გამოვიყენე.
– მაგრამ ნახევარფინალში ძალიან ბედნიერი იყავით...
– უბედნიერესი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრების ოცნება ავისრულე.
– როგორ ფიქრობთ, ვის არ გაუმართლა მსოფლიოს ჩემპიონატზე?
– ჩემი აზრით, არგენტინას და ბრაზილიას.
– უფრო მეტად?
– ბრაზილიას, მაგრამ, დამიჯერეთ, მათ ჰოლანდიის ნაკრები რომ დაემარცხებინათ, ფინალში ბრაზილიის დამარცხება ძალიან რთული იქნებოდა, წარმოუდგენელიც. რაც ვიცი, ბრაზილიამ ფინალში მხოლოდ ორჯერ წააგო. ერთხელ, იმ თამაშს ფინალსაც ვერ დაარქმევ, მაგრამ 1998 წელს წააგო და როგორც ვიცი, რონალდო მოწამლული იყო და ამიტომაც გაინავარდა საფრანგეთმა. ეს გუნდი ფინალში არ აგებს.
– საფრანგეთის ნაკრებზე რას იტყვით?
– ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება.
– რატომ?
– როგორ, რატომ? თქვენ ფიქრობდით, რომ ჯგუფში უნდა ჩარჩენილიყო?
– არა...
– ე.ი. იმედგაცრუება იყო, ხომ? ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, საფრანგეთი ასე ცუდად თუ ითამაშებდა.
– როგორ ფიქრობთ, რა იყოს ამის მიზეზი?
– მწვრთნელთან კონფლიქტი.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ ეს კარგად გამოჩნდა ანელკას და ევრას შემთხვევაში.
– დომენეკი სუსტი მწვრთნელი იყო?
– როგორც მწვრთნელი, შეიძლება არ იყო სუსტი, მაგრამ, როგორც ორგზანიზატორი, ნამდვილად ცუდი უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ამგვარი კონფლიქტები საფრანგეთის ნაკრების დონის გუნდში არ უნდა ხდებოდეს.
– მიულერის ფაქტორზე რას იტყვით?
– ძალიან კარგი ფეხბურთელია.
– ისურვებდით მის ხილვას "ბარსელონაში"?
– არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
– თქვენ თუ ისურვებდით?
– არა, მე სხვა ყაიდის ფეხბურთელები უფრო მომწონს.
– დავიდ ვილიას თამაშზე რა აზრის ხართ?
– ის ბრწყინვალე იყო და მიხარია, ჩვენთან რომ ითამაშებს.
– მაგრამ ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდა...
– მე ნამდვილად არ შემიმჩნევია.
– მთელ ესპანეთში ამბობენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ფერნანდო ტორესს არ მოუგია...
– იცით, ეს ნამდვილად უსამართლობაა... რა, არ უნდოდა გოლის გატანა, თუ რა? ეს არ მესმის. ჩვენ, ესპანელები, სამართლიანი ხალხი ვართ და არ უნდა შეგვეშალოს მსგავსი რამ.
– მაგრამ ტორესს სახეზე ეტყობოდა, ის ვერ ხარობდა, როგორც საჭირო იყო...
– მესმის, რომ ისე ვერ ითამაშა, როგორც თავად სურდა.
– თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა ეწყინა?
– როცა ვერ თამაშობ, ძირითად შემადგენლობაშიც ადგილს კარგავ. რა არის ამაში ახალი? არც არაფერი. ცხადია, გულნატკენი იყო ყველაფერზე, თუმცა, მე ვფიქრობ, ისიც საკმაოდ გახარებული იყო ჩვენი გამარჯვებით.
– თქვენ ნახეთ კადრები, როგორ აკოცა ჟურნალისტს კასილასმა?
– დიახ... ვნებიანად, გემრიელად აკოცა. მერე ეს გოგონა მის გვერდით იჯდა და ამას მოჰყვა, რაც მოჰყვა...
– იქნებ ერთმანეთი მოსწონთ კიდეც...
– მე დავლოცავ (იცინის).
– გავრცელდა ინფორმაცია...
– დიახ, ეს ინფორმაცია მართალია.
– ანუ ესპანეთის ნაკრებიდან წახვედით...
– დიახ, წავედი და წავედი გამარჯვებული.
– მობრუნება გამორიცხულია?
– სავსებით. მთელი ესპანეთის წინაშე ვალი მოვიხადე და შემდეგ რომ არ დამბრალდეს უგულოდ თამაში, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. მე ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ნამდვილად ვერ ვუღალატებ. როცა ვგრძნობ, რომ შენი დრო წავიდა, უნდა ადგე და წახვიდე.
– დელ ბოსკეს ესაუბრეთ?
– მან მითხრა, მეც ასე მოვიქცეოდიო.
– სხვა ფეხბურთელებიც ხომ არ აპირებენ, მოგბაძონ?
– არ ვიცი.
– იქნებ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს არ გსურთ, რომ როდესმე დამარცხდეთ?
– ალბათ, ესეც არის. მსოფლიოს ჩემპიონთან ყველა განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს. არა, მე არავისი მეშინია, მაგრამ დრო მოვიდა. ჩვენთან ბევრი ძლიერი ცენტრალური მცველია და მათ შეუძლიათ ჩემი სრულფასოვანი შეცვლა.
– ფურია როხას აობლებთ?
– არა, ვაძლიერებ.
– კატალონიაში გამოსვლების შესახებ გეცოდინებათ...
– დიახ და ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება. კომპრომისი აუცილებელია, მაგრამ ჩვენი უფლებების წართმევის გამო გულნატკენები ვართ. ასე მოქცევა ნამდვილად არ შეიძლებოდა. ეს ყველა კატალონიელს ეწყინა. უფლებას უკან არავინ ართმევს. თუ დაიმსახურებ, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია.
– პოლიტიკა გაინტერესებთ?
– ხანდახან.

.



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1149 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar