10:48 AM saintereso statia | |
"მარწყვის მდელოები - სამუდამოდ" ჯონ ლენონის ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება სიმღერა "მარწყვის მდელოები სამუდამოდ". "მარწყვის მდელოები" ჰქვია ლივერპულის ობოლთა თავშესაფარს, რომელიც ექსბითლზის მიერ დატოვებული სახსრებით არსებობს. ჯონი თვლიდა, რომ ციფრი 9 მისთვის ბედნიერების მომტანი იყო. მართლაც, ცხრიანმა მას წარმატება და ბედნიერება მოუტანა, თუმცა... დავიწყოთ ჯონის დაბადების დღით - 1940 წლის 9 ოქტომბერი. მისი მშობლიური ქალაქი ლივერპული ცხრა ასოსგან შედგება, რა ენაზეც უნდა დაწეროთ. ჯგუფ The Beatles-ის ოფიციალური შექმნის დღე 9 ნოემბერია (1961წ.), ჯგუფმა ტრიუმფულად იარსება 9 წელი. ჯონი იოკო ონოს შეხვდა 9 ნოემბერს (1966 წ.). 9 წლის შემდეგ ვაჟი შონი შეეძინა. ეს მოხდა 1975 წლის 9 ოქტომბერს, ანუ თავად ჯონის დაბადების დღეს. 1980 წელს ლენონის ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლიდან 9 წლის შემდეგ, მანჰეტენზე, საკუთარი სახლის ზღურბლზე ჯონს ესროლეს... იმავე დღეს, 8 დეკემბრის საღამოს, 11.07 სთ-ზე მისი გარდაცვალების ამბავი აუწყეს ქვეყანას. ეს ნიუ-იორკის დროით, მაგრამ ლივერპულში ამ დროს 1980 წლის 9 დეკემბერი იყო. "ატუკი" არასასურველ პირებს კლავს 1970 წელს მსახიობ ჯონ ბელუშისთვის (ჯეიმს ბელუშის უფროსი ძმა) საგანგებოდ დაიწერა სცენარი ფილმისთვის "ატუკი". სტივენ სპილბერგის ფავორიტს, მეგავარსკვლავ ბელუშს უნდა ეთამაშა ესკიმოსის როლი, ჰოლივუდის თავკაცთა გასახარად ბელუში დათანხმდა ამ წინადადებას. მთავარ როლში ბელუშის თამაში ფილმს დიდ წარმატებასა და ფინანსურ მოგებას უქადდა. მსახიობი სცენარის კითხვას შეუდგა... ძალიან მალე ჯონი მკვდარი ნახეს. სიკვდილის მიზეზი კი კოკაინისა და ჰეროინის ჯოჯოხეთური კოქტეილი იყო... "ატუკის" გადაღება გადაიდო. რამდენიმე წლის შემდეგ მთავარი როლისთვის ახალი კანდიდატი მოძებნეს - სემ კინიზონი. გადადეს და ორი წლის შემდეგ მსოფლიომ ავტოკატასტროფაში სემის დაღუპვის ამბავი შეიტყო. გადაღებები 1993 წელს განახლდა. ფორტუნის ფავორიტი ამჯერად ბრწყინვალე კომედიური მსახიობი ჯონ კენდი გახდა. ჯონმა სცენარი შინ წაიღო წასაკითხად. მისი კითხვისას გულის შეტევით გარდაიცვალა. შემდეგ ფილმში მსახიობ კრის ფარლის მთავარი როლი უნდა ეთამაშა, რომელმაც სცენარი თავის მეგობარს ფილი ჰარტმანს წააკითხა. სცენარის წაკითხვის შემდეგ ჰარტმანმა კრისს ურჩია, - როლზე უარი თქვიო. განწირული სუპერმენი თუ პლანეტის ყოვლისშემძლე ადამიანის როლის შესრულებას აპირებ, სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყოო, - ამბობენ ამერიკელები. მწერალი ჯერი სიგელი და მხატვარი შესტერი ვერ მოესწრნენ ყოვლისშემძლე სუპერმენის შესახებ დაწერილი თავიანთი კომიქსის დაბეჭდვას - ორივე გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა. "სუპერმენის" როლი საბედისწერო აღმოჩნდა მსახიობისთვისაც. ჯორჯ რივზი პირველი იყო, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სუპერმენის ავი ბედისწერის ძალა. 1950 წელს ის ტყვიით შუბლგახვრეტილი იპოვეს. გასული საუკუნის 90-იან წლებში სუპერმენს კრისტოფერ რივი თამაშობდა. ერთხელ მსახიობი ცხენით ჯირითობდა, უნაგირიდან გადმოვარდა და მიწას დაენარცხა. 9 წელი პარალიზებული იყო და 2004 წელს გარდაიცვალა. ლი კუიგლიმ ჭაბუკი სუპერმენის როლი შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავის ვარსკვლავური ცხოვერბა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1991 წელს ის მკვდარი იპოვეს... ლის ოჯახის ავი ბედისწერა 1973 წლის ივლისში მსახიობი და აღმოსავლური ორთაბრძოლის შეუდარებელი ოსტატი ბრუს ლი მეგობარს ესტუმრა. უცებ თავი ასტკივდა. ადრე მისი ავადმყოფობა არავის გაუგია. მსახიობმა ტკივილგამაყუჩებელი წამალი მიიღო და ოთახში დასაძინებლად შევიდა და გამოსულიც აღარავის უნახავს. ძილში გარდაიცვალა. მისი შვილი ბრანდონ ლი მაშინ 8 წლის იყო. დაკრძალვის დღეს დაიფიცა, მამის საქმეს გავაგრძელებო. 20 წლიდან ბრანდონს უკვე ჰოლივუდში იღებდნენ. 1993 წელს ფილმ "ყვავში" თამაშობდა. ერთ-ერთ სცენაში ბრანდონის გმირი შედის ბინაში, სადაც ბანდიტები მის მეგობარ გოგონას ესხმიან თავს. სცენარის მიხედვით, ყაჩაღი ბრანდონს ესვრის. წესით, თოფი ფუჭი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, გავარდა ნამდვილი, საბრძოლო ტყვია, რომელმაც მსახიობს გულისფიცარი გაუნგრია. მსახიობი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. საბედისწერო სცენიდან 5 წუთით ადრე საგულდაგულოდ შეამოწმეს თოფი. სპეციალისტები ირწმუნებოდნენ, მჭიდში ყალბი მასრები იყოო... .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |