მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » icit tu ara rom...
10:38 AM
icit tu ara rom...
…ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ღვინოს მედიკამენტის სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ფაღარათი, ლეთარგია და ტკივილი მშობიარობისას…

.…1907 წელს ფრანგი ლეონ გიმპელი პირველი ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც საკუთარი ნაშრომი ფერადად გამოაქვეყნა…

…ისააკ ნიუტონი იმდენად უკმაყოფილი იყო მისი წიგნის Arithmetica Universalis პუბლიკაციით, რომ მოინდომა პირველი გამოცემის ყველა ასლის შეძენა მათ გასანადგურებლად…

…XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოსებს ალბერტ აინშტაინსა და პოლ დირაკს მსუბუქი ფორმის აუტიზმი ჰქონდათ…

…პეტრე დიდი რუსეთში დაბეჭდილი პირველი გაზეთის „ვედომოსტი“ მთავარი რედაქტორი იყო…

… ოპტიკას დასაბამი დაედო ძველი ეგვიპტელებისა და მესოპოტამიელების მიერ ლინზების განვითარებასთან ერთად…

…პირველი სტატია ავადმყოფობაზე, რომელსაც შემდეგში შიდსი დაერქვა, გამოჩნდა ნიუ-იორკის გეი-გაზეთში “New York Native”, რომელიც უკვე აღარ გამოდის…

…მეფე ერეკლე II-ს სამი ქორწინებიდან ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ჰყავდა…

.



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1137 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar