მთავარი » 2010 აგვისტო 22 » leqsi
10:36 AM leqsi | |
როცა განთიადის სული ინაბება, როცა მამლის ისმის ყივილი, დიდი ტკივილია თურმე მონატრება თანაც უსასრულო ტკივილი, ოი, მონატრებავ სულს გაცვეთილს ქარებს გავატან დარდიანს, ქალის დაბადება თუკი სიზმარია მაშინ სინამდვილე რას ჰქვია? ოი, მონატრებავ ჩემთვის ყველაფერი ისე უსასრულოდ ბინდდება, ვისთვის მცირეა და ვისთვის ბუმბერაზი ღმერთის ნაჩუქარი დიდება, ოი, მონატრებავ ისე გამიფრინდი ლოცვაც ვერ მოვასწარ ბოლომდე, გესმის? დავიღალე ძლიერ დავიღალე გული ვეღარ იტანს მოლოდინს, ოი, მონატრებავ ნატვრის ღამეები, ვერა ვერაფერზე გავცვალე, ახლა ძველებურად მინდა ავტირდე და ბარემ ეს ტირილიც მაცალე, როცა განთიადის სული ინაბება, როცა ჩემი გესმის ტირილი, მაშინ მატირებს მე მატირებს შენი მონატრება... გულის უსასრულო ტკივილი..... .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |