მთავარი » 2010 აგვისტო 20 » ევრაზია
6:38 PM ევრაზია | |
ევრაზია – დედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი, მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (გარდა ზოგიერთი კუნძულისა). საერთო ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 53,4 მლნ კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 4,1 მილიარდს. კონტინენტს გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები და მათი ზღვები. კუნძულების ფართობი 2,75 მლნ კვ.კმ-ია. ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |