მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » კონტინენტი
6:34 PM
კონტინენტი



კონტინენტი, იგივე მატერიკი (<რუს. матёрный - მაგარი, დიდი - ქართულ ლიტერატურაში რუსულიდან შემოსული და ადრე გავრცელებული ტერმინი, იხმარებოდა კონტინენტის შესატყვისად), არის ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები). სახელი მომდინარეობს ტერმინისაგან "Terre Continente", რაც "უწყვეტ მიწას” ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის ყველა კუთხეში შესაძლებელია მისვლა ისე, რომ ზღვები და ოკეანეები არ გადალახო. ამასთან, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, მიღებულია, რომ გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) - ყველაზე მცირე კონტინენტად.

.სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:

* 6 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი მიღებულია აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
* 6 ერთეული: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი პოპულარულია ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში. ამის გამოხატულებაა ოლიმპიური მოძრაობის ემბლემა 5 რგოლის სახით (ბუნებრივია, ანტარქტიდის გამოკლებით).
* 5 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია.
* 4 ერთეული: ევრაფრაზია, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება ტერმინის ”კონტინენტი” განსაზღვრებას, ვინაიდან ევრაზია და აფრიკა ერთმანეთისაგან გამოყოფილია სუეცის არხით, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ამავე დროს არც ზღვას წარმოადგენს და არც ოკეანეს. ანალოგიურად ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა გაყოფილია პანამის არხით.

.












კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1361 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar