მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » რომი
6:31 PM
რომი



რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).

რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

.ქალაქის ისტორია დაახლოებით 2.800 წელს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ის მართავდა ძველ რომს (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს, იტალიის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკას.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.

დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.
XV საუკუნის რომაული მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული

რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.

.რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონად წოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს მძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.

რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

.










კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 4185 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar