მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » კიევი
6:27 PM
კიევი



კიევი (უკრ.: Київ) უკრაინის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია; მდებარეობს მდნინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2003 წლისთვის კიევში ოფიციალურად 2,642,486 მცხოვრები იყო, თუმცა ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტიურ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის. ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ობლასტს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევი მეტროს სიტემის ჩათვლით.

საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, დიდი აღმასვლისა და შედარებითი დაკნინების რამდენიმე ეტაპს გადის. მიჩნეულია, რომ ქალაქი მე-5 საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო მეათედან მეთორმეტე საუკუნეებს შორის კი იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი ხდება. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი ხდება ძლიერ მეზობლების - პირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის - ჩრდილს ქვეშ. ქალაქი აღმასვლას იწყებს ისევ რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წლის რუსეთის რევოლუციას მოყოლილ არეულობათა შემდეგ 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება და 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი ხდება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წლიდან კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.

.კიევის მოსახლეობის 46.7% (1,219,000 ადამიანი) არის მამაკაცი, ხოლო 53.3% (1,393,000 ადამიანი) ქალი. კიევის ტერიტორიაზე ცხოვრობს 130 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მათ შორის ყველაზე მეტნი არიან უკრაინელები – მთლიანი მოსახლეობის 82.2% (2,110,800 ადამიანი), შემდეგ მოდიან რუსები – 337,300 (13.1%), ებრაელები – 17,900 (0.7%), ბელარუსები – 16,500 (0.6%), პოლონელები – 6,900 (0.3%), სომხები – 4,900 (0.2%), აზერბაიჯანელები – 2,600 (0.1%), თათრები – 2,500 (0.1%), ქართველები – 2,400 (0.1%), მოლდაველები – 1,900 (0.1%). 1,069,700 მოსახლეს აქვს მიღებული უმაღლესი ან საშუალო განათლება. ეს მაჩვენებული 1989 წლიდან გაიზარდა 21.7%–ით. უკანასკნელი აღწერით, რომელიც ჩატარდა 2007 წელს, კიევის მოსახლეობა შეადგებს 2.7 მოსახლეს.

.












კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1308 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar