მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » მექა
6:26 PM
მექა



მექა (არაბ. مكة المكرمة‎‎‎, თურქ. Mekke, ურდუ: مکہ مکرمہ‎‎) —საუდის არაბეთის მექას პროვინციის დედაქალაქი, ისტორიულ ჰეჯაზის რეგიონში. მისი მოსახლეობა 2004 წელს 1,294,167 ადამიანს შეადგენდა. მდებარეობს ჯედადან 73 კმ-ში, აბრაამის ვიწრო ქვიშიან ხეობაში, ზღვის დონიდან 277 მ-ში, წითელი ზღვიდან 80 კმ-ში. მექაში არის კუბური ფორმის ნაგებობა. ყააბა (ქააბა) არაბ..الكعبة. ისლამურ რელიგიაში ეს არის ყველაზე სათაყანებელი ადგილი. ისლამური ტრადიციის თანახმად შენობა აგებულია მოციქულ იბრჰიმის(აბრაამის) მიერ ორიათასზე მეტი წლის წინ. ნაგებობის გარშემო სამლოცველოა (მასკი) მასჯიდ ალ-ჰარამი. ლოცვის დროს ყოველი მუსლიმანი დედამიწის რა ადგილასაც არ უნდა იმყოფებოდეს სახით ქააბასკენ ბრუნდება და ლოცვას ისე აღავლენს. ქააბა კოსმოსიდან ყოველთვის თეთრად ჩანს, მუმივი თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მლოცველების გამო.

ქალაქი ისლამის უწმინდეს ადგილად ითვლება და ჰაჯის მიხედვით ყველა ფიზიკურად ჯანმრთელ და შეძლებულ მუსლიმანს მოეთხოვება ამ ადგილის მონახულება სიცოცხლეში ერთხელ მაინც.

.











კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1333 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar