მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » უდაბნო (ლანდშაფტი)
6:18 PM
უდაბნო (ლანდშაფტი)
უდაბნო - უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.

უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 3 ტიპისაა:

1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.

2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.

3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.

.



კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 902 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar