მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » ამერიკის შეერთებული შტატები
2:10 PM
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) არის ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათი შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით, სწორედ ბერინგის სრუტის მეშვეობით ხდება რუსეთის და აშშ-ს დაკავშირება. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვაში და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი, აქ მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკლიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან. ამ ომში გამარჯვება აშშ-მ მოიპოვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

მე-19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან. შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ტეხასის რესპუბლიკის და ჰავაის ანექსირება. 1860 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომში ერთმანეთს ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატები ეომებოდნენ, საბოლოოდ გამარჯვება ჩრდილოეთის შტატებმა მოიპოვა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელს ქვეყანაში მონობა გაუქმდა. ამის შემდგომ შეერთებული შტატები სწრაფი ტემპებით განვითარდა, ქვეყანა მონაწილეობდა როგორც პირველ ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

.სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).

* ფართობი: 9.629.091 კვ. კმ. აშშ სიდიდით მე-3 ქვეყანაა რუსეთისა და კანადის შემდეგ.
* საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადა, სამხრეთით - მექსიკა. ალასკის მონაკვეთზე, ბერინგის სრუტეზე გადის მისი საზღვარი რუსეთთან. საზღვაო საზღვრების სიგრძე - ალასკისა და ჰავაის ჩათვლით 19,928 კმ; სახმელეთო - 9,656 კმ.
* მთიანი სისტემები: როკი-მაუნთინი, სიერა ნევადა, აპალაჩები; უმაღლესი მწვერვალი - მაკ-კინლი 6,194 მ;
* ჰიდროგრაფია: მთავარი მდინარეები - არკანზასი, კოლორადო, მისისიპი, მისური, რიო გრანდე; ტბები - ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო, ზემო ტბა.

.აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:

* ახალი ინგლისის რეგიონი (N.E) :

მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი

* შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :

ნიუ-იორკი – ნიუ-ჯერსი – პენსილვანია

* ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :

ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი

* ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :

მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი

* სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :

დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა

* სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :

კენტუკი – ტენესი – ალაბამა – მისისიპი

* სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :

არკანზასი – ლუიზიანა – ოკლაჰომა – ტეხასი

* მთიანი რეგიონი (Mt) :

მონტანა – აიდაჰო – ვაიომინგი – კოლორადო – ნიუ-მექსიკო – არიზონა – იუტა – ნევადა

* წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :

ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი

.



კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1402 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar