მთავარი » 2010 აგვისტო 20 » ინდოეთის ოკეანე
2:08 PM ინდოეთის ოკეანე | |
ინდოეთის ოკეანე სიდიდით მესამე წყლის აუზია მსოფლიოში და დედამიწის ზედაპირის დაახ. 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას; აღმოსავლეთით მცირე აზიის ნახევარკუნძულს, ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანეს. ატლანტიკის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი სპარსეთის ყურეში დაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება. ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, მავრიკი და შრი-ლანკა. ინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როცა დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |