მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » არქეოლოგია
2:06 PM
არქეოლოგია
არქეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების ისტორიას ადამიანთა სიცოცხლისა და საქმიანობის მატერიალური ნაშთების მიხედვით. არქეოლოგია იკვლევს ცალკეულ უძველეს საგნებს (შრომის იარაღები, ჭურჭელი, იარაღი, სამკაულები) და მთელ კომპლექსებს (ნასახლარები, განძები, სამაროვნები), რომლებიც აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრებით. ამ მატერიალური ძეგლების საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმ ეპოქების სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის აღდგენა, რომლებიც წერილობით წყაროებში ნაკლებად ან საერთოდ არ არის აღწერილი.

არქეოლოგია როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მანამდე იგი წარმოაგენდა ანტიკური ხანის შემსწავლელი ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება. არქეოლოგიის დარგები გამოიყოფა ეპოქების (ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის), კულტურულ-ისტორიული ან ეთნოგრაფიული რეგიონის შესაბამისად. არქეოლოგიური მასალების დამუშავებისათვის გამოიყენება ტიპოლოგიური, ტრასეოლოგიური, კარტოგრაფიული და სხვა მეთოდები.

არქეოლოგები ახდენენ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დათარიღებას. მათი ქრონოლოგია შეიძლება იყოს აბსოლუტური, ანუ გამოსახული წლებში, საუკუნეებში, ათასწლეულებში, ან ფარდობითი სხვა ძეგლებთან მიმართებაში (უფრო ადრინდელი, უფრო გვიანდელი). არქეოლოგიური დათარიღება ხდება თვით არქეოლოგიური (სტრატიგრაფიული, ტიპოლოგიური და ა.შ.) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდებით (რადიონახშირბადული და სხვა).

არქეოლოგიურ ძეგლთა ერთობლიობას, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ პერიოდს, ერთ რეგიონს ან ხასიათდებიან საერთო თავისებურებებით, არქეოლოგიურ კულტურას უწოდებენ. ცნობილი არქეოლოგიური კულტურებია:

პალეოლითის ხანა

აშელის კულტურა – შელის კულტურა – მუსტიეს კულტურა

მეზოლითის ხანა

ნატუფის კულტურა – აზილის კულტურა

ნეოლითის და ენეოლითის ხანა

ჰასუნის კულტურა – ფაიუმის კულტურა – ელ-ობეიდის კულტურა – იანშაოს კულტურა – მაიკოპის კულტურა – ანასეულის კულტურა – წოფის კულტურა – შულავერი-შომუთეფეს კულტურა

ბრინჯაოს ხანა

კრეტა-მიკენის კულტურა – ყობანის კულტურა – მტკვარ-არაქსის კულტურა -თრიალეთის კულტურა

რკინის ხანა

სკვითების კულტურა – სარმატების კულტურა

.



კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1319 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar