მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » Naruto Uzumaki - საინტერესო ინფორმაცია ნარუტოს მაყურებლებისთვის და ფანებისთვის
9:06 PM
Naruto Uzumaki - საინტერესო ინფორმაცია ნარუტოს მაყურებლებისთვის და ფანებისთვის

ნარუტო (იაპონ. ナルト) — მანგა, რომელის ავტორია მასაში კისიმოტო. ის ამავე სახელწოდების ანიმე-სერიალის მთავარი პერსონაჟია. სერიალი შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტ−სელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ გვხვდება.

ნარუტო უზუმაკი−სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახალდაბადებული ბავშვის სხეულში ჩხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელს (კონოჰა) გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქცილი. ამ დგეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან, რომ არაფერი ვთქვათ მასზე უმცროსებზე არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამგვარი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო. შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. კაკაში ჰატაკე მისი მასწავლებელი -სენსეი და ჯირაიამ რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო kage bushin jutsu’s ანუ კლონის ძიუცუს ვერ გააკეთებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს და ამის შემდეგ გენინის წოდება აქ. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან ერთად, უჩია სასკე და ჰარუნო საკურა, რომლის ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაში. ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით

როგორც ცნობილი გახდა , წელს "ნარუტოს” ახალი ფილმი – "ცეცხლის სულის მემკვიდრეობა” გამოვიდა.ამბავი, როგორც სხვა ფილმებში, აქაც საკმაოდ საინტერესოდ და მძაფრად ვითარდება. ერთ დღეს გაირკვევა, რომ დამალული სოფლებიდან უგზო-უკვლოდ ქრებიან ნინძები, რომლებიც გამორჩეულები არიან და მემკვიდრეობით აქვთ მიღებული საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი ტექნიკა. მოქმედება ჩვენთვის ნაცნობ სოფელში ხდება, სწორედ აქ ცდილობენ გამოიძიონ, სად ქრებიან ნინძები და ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე. დღემდე გადაღებულია ნარუტოს რამდენიმე სეზონი და ასობით სერია. "ნარუტო”ახალი საუკუნის ანიმაციური აღმოჩენაა და მას სულაც არ დასჭირვებია უამრავი წელი, რომ მთელ მსოფლიოში უზომო პოპულარობა მოეპოვებინა

Naruto info: ნარუტო უზუმაკი დაიბადა: 10/10, სისხლის ჯგუფი:B, სიმაღლე(შიპუდენში):166.0სმ, წონა(შიპუდენში):50.9კგ. შესრულებული აქვს D რანგის 7, C რანგის 1, B რანგის 2 და A რანგის 6 მისია. იცის ძიუცუები: Bunshin Kaiten Kakatou Otoshi, Bunshin Taiatari, Fuuton: Rasen Shuriken, Harem Technique, Kage Bunshin, Naruto Rendan, Oiroke, Rasengan, Fuuton: Rasengan, Sennen Goroshi, Sennin Mode, Tajuu Kage Bunshin, Toad Kuchiyose. ნარუტოს მამა არის მინატო ნამიკაზე მე-4 ჰოკაგე,დედა უძუმაკი კუშინა. მე-4 ჰოკაგემ სოფლის გადასარჩენად ცხრაკუდა მელა კიუუბი ნარუტოში ჩაასახლა. ნარუტო ყველას ძულდა, რადგან მასში დემონს ხედავდნენ. ნარუტოს პირველი მეგობარი მისი მასწავლებელი აკადემიაში ომინო ირუკა(ჩუნინი) იყო, რომლის მშობლები კიუუბთან ბრძოლაში დაიღუპა. ნარუტო სამჯერ ჩაიჭრა გენინის გამოცდაზე რადგან ვერ აიტვისა kage bushin jutsu ანუ ჩრდილის კლონის ძიუცუ. მიზუკის წაქეზებით, რომელსაც სურდა ხელში ჩაეგდო გრაგნილი რომელშიც დაწვრილებიტ იყო აღწერილი ყველა აკრძალული ძიუცუ. ნარუტომ იქიდან ისწავლა კლონის ძიუცუ და დაამარცხა მიზუკი. როდესაც ნარუტო გახდა გენინი იგი მოხვდა №7 ჯგუფში უჩია სასკესთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, რომლის ხელმძღვანელი გახდა ჯანინი ჰატაკე კაკაში. შემდეგ ნარუტო შეხვდა ჯირაიას(სამი ლეგენდარული სანინიდან, (ოროჩიმარუ, ჯირაია და ცუნადე) რომელმაც ნარუტოს ბევრი რამ ასწავლა.(რასენგანი, ბაყაყის გამოცახება, ცხრაკუდას ულიერესი ჩაკრას მართ და სხვა). ჯერაიასთან ერთად სამი წელი მიდის კონოჰადან სავარჯიშოდ. ნარუტო კლავს აკაცუკის ერთერთ წევრს, კაკუზუს. ნარუტოს დასაჭერად კონოჰაში მიდის აკაცუკის ფორმალური ლიდერი, პეინი მის მეწყვილესთან(კონანი) ერთად. პეინი მთელ კონოჰას ანადგურებს, ნარუტო კი შემდეგ ჩნდება ჯირაიას მასწავლებელ ბაყაყთან, ფუკასაკუსთან ერთად. ნარუტო სწავლობს Senjutsu-ს პეინის დასამარცხებლად

წყარო: ვიკიპედია









კატეგორია: გოგო - ბიჭებისათვის | ნანახია: 2492 | დაამატა: allfile | ტეგები: Bunshin Taiatari, Oiroke, Bunshin Kaiten Kakatou Otoshi, Harem Technique, Kage Bunshin, Naruto Rendan, Fuuton: Rasen Shuriken, Fuuton: Rasen, Rasengan | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar