მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ბიზანტიის იმპერია
8:36 PM
ბიზანტიის იმპერია
ბიზანტიის იმპერია ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია, შუა საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთით წარმოიშვა. დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. ქვეყანას მართვადა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ კონსტანტინე I მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად "ახალ რომს" უწოდებდნენ.

თავისი არსებობის მანძიულზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა ევროპაში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო რომაულ-სპარსული და ბიზანტია-არაბეთის ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყება. მაკედონელთა დენასტიის მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო თურქ-სელჯუკთა შემოსევები. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოავნი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია, კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანეობის შენარჩუნება, იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტვაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1204 წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა მეოთხე ჯვაროსუნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. 1261 წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში პალეოლოგთა დინასტია ჩაუდგა. ბიზანტაიში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.

.რომის იმპერიამ შეძლო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. ამ ტერიტორიებზე მრავალი ერი სახლობდა, რომლებსაც კულუტურულად ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი განვითარების მიხედვითაც განსხვავდებიდნენ ერთმანეთისგან. განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყო იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, აქ მოსახლეობის საკამოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. აღმოსავლეთის განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, აქ იყო უძველესი ბერძნული კულტურა, მოგვიანებით ამავე ტერიტოირაზევე არსებობდა მაკედონიის იმპერიაც. აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთმანეთისგან განსხვავება დიდიხანს გაგრძელდა.
.კონსტანტიენ I დიდის დროს ქვეყანაში მნიშვნელოავნი ცვლილებები გახორციელდა, სწორედ ამ პერიოდშივე ხდება რომის იმპერიის ორად გაყოფაც. ამ პერიოდში ქრისტიანული რელიგია თანდათანობით პრივილეგირებული ხდება, თუმცა კონსტანტინეს დროს ის სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. 325 წელს ნიკეაში გაიმართა პირველი საეკლესიო კრება. კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი 330 წელს ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა, ამ ადგილს სტრატეგიულად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა, აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზები. ახალი დედაქალაქის ადგილზე ადრეც მდებარეობდა ბერძნული დასახლებული პუნქტი ბიზანტიონი.

ბიზანტიის განვითარებას ხელს უწყობდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან აკრეფილი თანხები. კონსტანტინეს მემკვიდრის თეოდოს I მმართველობის დროს დაიწყო კონსტანტინეპოლის დიდი გალავნის მშენებლობა, ეს გალავანი 1204 წლამდე არცერთ დამპყრობელს არ გადაულახავს.

სწორედ ამ პერიოდში იწყება აღმოსავლეთიდან ჰუნების გამოჩენა. ბიზანტიაზე შემოსევების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ჰუნებს ხარკის მიცემა დაუწყო (სავარაუდოდ 300 კგ ოქრო). 453 წელს გარდაიცვალა ჰუნების ბელადი ატილა, ამის შემდეგ ჰუნების იმპერია დაიშალა.

აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დროებითი სიმშვიდე დამყარდა. დასავლეთში კი კვლავ გრძელდებოდა შიდა არეულობა და ბარბაროსთა შემოსევები. 476 წელს ბარბაროსმა ოდოაკრმა რომი აიღო. დასავლეთის იმპერია დაემხო.

.რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როცა რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.

.



კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1513 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar