მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » რუსეთი
8:26 PM
რუსეთი
რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუს. Российская Федерация). რუსეთი არის ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება : ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17,075,400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს[3]. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40% ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის 988 წელს. ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.

დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში, ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვე იმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრვალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.

იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმის პროპაგანდირება მთელს მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა.[4][5][6] რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თავდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.

რუსეთი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, მათგან აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა, რუსეთი ასევე გაერთიანებულია G8-ში და G20-ში. რუსეთი არის ევროპის საბჭოს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშორმლობის, შანჰაის თანამშორმლობის ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.

.რუსეთის ფედერაციის კლიმატის ფორმირებაში დიდი წვრილი შეაქვს გარკვეულ ფაქტორებს. ერთ–ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ტერიტორიის სიდიდე და ზოგიერთი რაიონის საკმაო დაცილება ზღვიდან (უმრავლესობა 400 კმ–ით არის დაცილებული, ხოლო ზოგიერთი რაიონი – 2400 კმ–ით). ეს გახდა ტერიტორიაზე კონტინენტური (ცივი) კლიმატის სიჭარბის მიზეზი. ტერიტორიის ნახევარზე მეტი 60° ჩრ.განედის ზემოთ მდებარეობს. სამხრეთით განლაგებული მთები წინააღმდეგობას უწევენ თბილი მასების შემოსვლას ინდოეთის ოკეანიდან, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე დბლობები არქტიკული და ატლანტიკური მასების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ყველაზე ცივი თვე – იანვარი (ზღვის სანაპიროებზე – თებერალი), ხოლო ყველაზე თბილი თვე –ივლისი. რუსეთი მდებარეობს 4 კლიმატურ სარტყელში: არქტიკულში, სუბარქთიკულში, ზომიერში (დიდ ტერიტორიაზე) და სუბტროპიკულში (მხოლოდ სანაპირო ზოლი). უარყოფითი ტემპერატურების ხანგრძლივობა ზოგიერთ რაიონში მარადი მზრალობის მიზეზი ხდება. ასეთ ტერიტორიებს 10 მლნ.კვ.კმ უკავიათ, რაც ქვეყნის თითქმის 60% შეადგენს.

ტემპერატურასთან მნიშვნელოვან კავშირშია ჰაერის მასების გადაადგილება და სიჩქარე. ზამთარში ევროპის ნაწილში ჭარბობს სამხრეთ–დასავლეთის ქარები, ციმბირის უდიდეს ტერიტორიაზე – სამხრეთის, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში – ჩრდილო–დასავლეთის. ზაფხულობით ამ ტერიტორიებზე საპირისპირო სიტუაციაა.

რუსეთში ნალექების რაოდენობა ზაფხულის მაქსიმუმით ხასიათდება. ქვეყნის ევროპულ ნაწილში და დასავლეთ ციმბირში ნალექების რაოდენობა 600 მმ–ს შეადგენს წელიწადში. ზღვისპირეთში და მაღალ მთიან რაიონებში ნალექების შედარებით დიდი რაოდენობა მოდის (ურალი 1400 მმ) თოვლის დების პერიოდი განსხვავებულია სხვადასხვა რაიონში, აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე იგი 40–200 დღეს შეადგნს, ხოლო ციმბირში – 120–250 დღეს წელიწადში.

ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია მრავალფეროვანი ლანდშაფტებით გამოირჩევა. იგი მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, როგორც სათბობ-ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური წიაღით. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ზომიერ სარტყელში. ჩრდილოეთით არქტიკული და სუბარქტიკული, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კი სუბტროპიკული სარტყლებია. ჭარბობს კონტინენტური კლიმატი. რუსეთი მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ მიედინება ევროპის უგრძესი მდინარე ვოლგა. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი. ტყეებს ტერიტორიის 40% უკავია. სერიოზული პრობლემებია ბუნების დაცვასთან დაკავშირებით.



კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1167 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar