მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » რომაული ლიტერატურა
1:07 PM
რომაული ლიტერატურა



რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უზველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.

რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპიქას თავისი დამახასიათებელი ნისნები აქვს

.მხატვრული ლიტერატურა რომში წარმოიშვა შედარებით გვიან. რომი უკვე ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელიც აკონტროლებდა თითქმის მთელ იტალიას, ხოლო ლიტერატურა კი როგორც ასეთი ჯერ ჩანასახოვან სტადიაზე იყო. ფართოდ გავრცელებული იყო ფოლკლორი, მითები და ლეგენდები, ასევე რიტუალური გიმნები, მაგრამ ლიტერატურა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა.

ლიტერატურის განვითარების ასეთ სურათზე ალბათ იმან იმოქმედა რომ ბერძნულ გავლენამდე რომაელები განიცდიდნენ ეტრუსკული კულტურის გავლენას, ხოლო ამ უკანასკნელებს უმეტესად რელიგიური დანისნულების მწერლობა ჰქონდათ და არა მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად რომშიც მწერლობა რელიგიას ემსახურებოდა.

რომაული პოეზიის უძველესი ძეგლებიც სწორად რელიგიური გიმნებია. ტიტუს ლივიუსისგან ვიცით თუ რა სახით შემოვიდა ეტრუსკებისგან რელიგიური გიმნების სიმღერის ტრადიცია. ეს ძვ. წ. 364 წელს მოხდა, ეპიდემიის დროს ღმერთების გულის მოსაგებად რომაელებმა ეტრუსკი მომღერლები მოიწვიეს გიმნების შესასრულებლად.

რომაული ფოლკლორი როგორც ავღნისნეთ ძალიან მდიდარია. რომაელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ ქალაქის ისტორიას სავარაუდო დაარსების თარიღიდან ძვ. წ. 753 წლიდან საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით, თუმცა ისინიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ დაარსების სესახებ არსებულ გადმოცემებს. ლივიუსი გვამცნობს რომ ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს გა გადაწვეს, ამიტომ მანამდე მომხდარი მოვლენები არა დოკუმენტურად არამედ გადმოცემების სახით უფრო შემორჩა.

პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსის წინააღმდეგ.

.დიდი საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რომაული კულტურის ელინიზაცია. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეტრურიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და კულტურული მნისვნელობა, მათი გავლენა კი ბერძნულმა გავლენამ ჩაანაცვლა. თუ მანამდე განათლებულმა რომაელებმა მსობლიური ლათინურის გარდა იცოდნენ ეტრუსკული ენა ახლა უკვე ბერძნულს სწავლობდნენ. ამან გამოიწვია რომაელების მიერ ბერძნული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო.

რომში ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ლივიუს ანდრონიკუსმა, რომელიც ტყვედ იყო ჩამოყვანილი რომში. იგი ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. მან პირველად თარგმნა ჰომეროსის პოემა ოდისეა ლათინურად. ამის გარდა იგი თეატრისთვის წერდა და თარგმნიდა პიესებს. მიუხედავად იმისა რომ მის ლათინურს საკმაოდ ცუდად აფასებდნენ, მან მოახდინა რომის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია.

.











კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1355 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar