მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ვერნერ ფონ ბრაუნი
1:00 PM
ვერნერ ფონ ბრაუნი



ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) (დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანული რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს, ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ, სადაც იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი მიჩნეულია ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად".

.ვერნერ ფონ ბრაუნი დაიბადა ქალაქ ვირზისკში (Wyrzysk), ახლანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე. წარჩინებულ ოჯახში ის სამი შვილიდან მეორე იყო. მამამისს ვაიმარის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, დედა კი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. ბავშვობაში ვერნერმა დედისგან მიიღო ტელესკოპი და ასტრონომიით დაინტერესდა. მოგვიანებით, ვერსალის ხელშეკრულების დადების მერე ვირზისკი პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა და მათი ოჯახი ბევრი სხვა გერმანული ოჯახის მსგავსად გერმანიაში გადავიდა.

ისინი დასახლდნენ ბერლინში სადაც ვერნერი არცთუ ისე კარგად სწავლობდა ფიზიკას და მათემატიკას სანამ არ იყიდა წიგნი „Die Rakete zu den Planetenräumen" („რაკეტები კოსმოსურ სივრცეში") რომლის ავტორი იყო ჰერმან ობერთი. ამის შემდეგ იგი სერიოზულად შეუდგა ამ მეცნიერების შესწავლას.

1930 წელს ვერნერ ფონ ბრაუნმა სწავლა განაგრძო ბერლინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სადაც იგი გაწევრიანდა „კოსმოსური ფრენების საზოგადოებაში" ("Verein für Raumschiffahrt "). აქ იგი მუშაობდა ობერთის თანაშემწედ თხევადსაწვავიანი რაკეტების ძრავების გამოცდელად. ხარისხის მიღების მერე მან სწავლა განაგრძო ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სადაც მან დოქტორის წოდება მიიღო ფიზიკაში 1934 წელს.













კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1185 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar