მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » xamurabi / ხამურაბი
12:57 PM
xamurabi / ხამურაბი



ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს თუ კი იგი არაა მითითებული კანონებში. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაპის კანონები გახლდათ. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაერი თეორიული ნაწარმოებები, მიუხედავად ამისა ჩანს რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების მაყოფი. ისეთი შემთხვევები რაც თვალსაჩინოა საერთოდ არაა ნახსენები, მაგალითად განძრახ მკვლელობა, ასეთ საქმეებზე ადათიდან გამომდინარე გამოჰქონდათ განაჩენი. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც "ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება".

ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაპის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისთვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ "ტალიონის პრინციპით", ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.

ხამურაბის კანონები ძველი მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად, მას სწავლობდნენ შემდეგი თაობების იურისტები და იგი საფუძვლად ედო შემდეგ შექმნილ კანონებს. ჩვენამდე ხამურაბის კანონების ტექსტის 40-მა ეგზემპლარმა მოაღწია.

.ხამურაბის (ჰამრაბი; მმართველობდა ძვ.წ. 1796 - 1750 წწ.) რწმენით ის ღმერთების მიერ იყო არჩეული მისი ხალხისთვის კანონების დასაწერად. კანონების კოდექსის თავფურცელში ის აღნიშნავს "ანუმ და ბელმა სახელით მომიხმეს მე, ჰამურაბი, ღვთისმოშიში, ამაღლებული უფლისწული, რათა ქვეყნისთვის მომეტანა ჭეშმარიტების მმართველობა"

კანონები დანომრილია 1-დან 282-მდე (ნომრები 13 და 66-99 დაკარგულია) და დაწერილია ძველბაბილონური შრიფტით 2.5 მეტრიან სტელებზე. ისინი აღმოაჩინეს 1901 წლის დეკემბერში სუსაში, ელამი, ამჟამად ხუზესტანი, ირანი, და სავარაუდოდ ძვ. წ. მე-12 საუკუნის ელამის მეფე შუტრუკ-ნაჰუნტეს წეილებად ჩათვალეს. ამჟამად ისინი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, პარიზში.

ხამურაბის კანონები იწყება "პროლოგით", რომელშიც ძირითადად ბაბილონის და ხამურაბის განდიდებაა, შემდეგ თვითონ კანონები, და ბოლოს "ეპილოგი", სადაც კანონთა დამრრვევთა მიმართ წყევლაა. თვითონ კანონები შემდეგ ნაწილებად იყოფა: 1. მარლთმსაჯულების ძირითადი პრინციპები. 2. მეფის, ტაძრების და თავისუფალი ხალხის ქონების დაცვა. 3. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ნორმები. 4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. 5. სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. 6. ოჯახური სამართალი. 7. დიზიკური დასახიჩრება. 8. მოძრავ ქონებასთან და მის დაქირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები. პროლოგი და ეპილოგი არქაული ლიტერატურული ენითაა დაწერილი, ხოლო თვით კანონები — მშრალი საქმიანი ენით.

ამ კოდექსს ხშირად იურიდიული კონცეფციის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ის იმდენად მარტივია, რომ თვით მეფესაც კი არ ძალუძს მისი შეცვლა. ჰამურაბის ბრძანებით კოდექსი ქვაზე გამოკვეთეს, რათა ისინი უცვლელი დარჩენილიყო.

ჰამურაბის კოდექსი ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონთა კრებულებიდან ერთ-ერთი იყო. ამ კოდექსთა უმრავლესობა მონათესავე კულტურებიდან მომდინარეობს შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალიდან და მათში შესულ კანონთა დიდი ნაწილი ერთმანეთს ემსგავსება. ურ-ნამუს ადრეული კოდექსი (ძვ. წ. XXI ს. ურ-ილის დინასტია), ჰიტიტთა კანონთა კოდექსი (ძვ. წ. 1300 წ.) და მოსეს კანონი (ძვ. წ. 1400 წ.) - ყველა მოიცავს მუხლებს, რომლებიც ჰამურაბის კანონთა მსგავსი პარაფრაზია.










კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 3850 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar