მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » biatloni / ბიატლონი - ბიათლონი
12:55 PM
biatloni / ბიატლონი - ბიათლონი



ბიატლონი, ბიათლონი (ლათ. bi- < bis „ორჯერ" და ბერძნ. athlon „შეჯიბრება") სპორტის ზამთრის სახეობა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან.მიზანი მდებარეობს 50მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45მმ-ია, ხოლო დგომისას 115მმ-ია.

.
.ბიატლონი შედგება რამოდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.

.ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი.იგი სპრინტის წესებს ეფუძნება.თითოეული კაცი სპორცმენი გადის 10კმ და ისვრის ორჯერ,წოლით და დგომით რეჯიმებში,ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია.თუ სპორტსმენი 8სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150მეტრის საჯარიმო წრეს,ყოველი აცდენისთვის
.
.ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.

.
.














კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1254 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar