მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » gonebis savarjisho
6:01 PM
gonebis savarjisho



ალექსის კასტორი, ფლორიდელი ფსიქოლოგი-კლინიცისტი და "ტვინის მწვრთნელი” გვანუგეშებს და თვლის, რომ ეშველება. ეს ქალბატონი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონს ივანე ლენდლს შეხვედრია 1984 წლის ტრიუმფალური მატჩის შემდეგ და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მეტოქეებთან უკეთეს თამაშში დახმარებია. "მახსოვს, ისეთი შეგრძნებები მქონდა, -იხსენებს ლენდლი, -თითქოს ტვინის ისეთი "კუნთები” ამიმუშავდა, რომელიც ადრე უძრავი იყო და არავინ იყენებდა”.
ლენდლთან მუშაობის შემდეგ კასტორი რამდენიმე წლის მანძილზე ხვეწდა საკუთარ მეთოდს და იმ დონემდე მიიყვანა, რომ ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი გამხდარიყო.
ძირითად პრინციპებს ყველა იცნობს, ვინც რაიმე სახის ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდა: მოთელვა-გახურება, გაძლიერება და ფინალი: გაგრილება და მოდუნება. სავარჯიშოები მხოლოდ რამდენიმე წუთს დაიკავებენ და მათი გაკეთება, ფაქტიურად, ყველგან შეიძლება. არც განსაკუთრებული ხელსაწყო დაგჭირდებათ და ვერც ვერავინ მიხვდება, რით ხართ დაკავებული.
ვიწყებთ მოთელვით. სავარჯიშოები ტვინის ისეთ ფუქციებსს ეხმარებიან, როგორიცაა მეხსიერება, აზრის გამოტანა, პრიორიტეტების განსაზღვრა და სახეების ვიზუალიზაცია.

აზრების მოწესრიგება: დრო 5-10 წუთი. სხეულის მდებარეობა: მოხერხებულად ჯდომა ან წოლა. ყველა ვარჯიში ხმამაღლა სრულდება.

ვარჯიში 1: რაც შეიძლება სწრაფად დაითვალეთ 100-დან 1-მდე;

ვარჯიში 2. ანბანის მიხედვით ჩამოთვალეთ ასოები და ყველა ბგერაზე სიტყვა მოიფიქრეთ (ა-ანგელოზი; ბ – ბებო და ა. შ.), ესეც იმდენად სწრაფად გააკეთეთ, რამდენადაც შეძლებთ. თუ რომელიმე ბგერაზე 30 წამზე დიდხანს დაფიქრდით, გამოტოვეთ და გზა განაგრძეთ.

ვარჯიში 3. წარმოთქვით მამაკაცის 20 სახელი, დანომრეთ თითოეული (1-ალექსანდრე, 2-ლევანი, 3-გიორგი…);
ვარჯიში 4. იგივე ქალების სახელებითაც გააკეთეთ;

ვარჯიში 5. იგივე, რაც მე-3 და მე-4 სავარჯიშოშია, ოღონდ კერძებზე. (1 – ვაშლი, 2 – ხინკალი, 3 – მწვადი…).
ვარჯიში 6. ამოირჩიეთ ანბანის ერთი ბგერა და ამ ბგერით დაწყებული 20 სიტყვა დაასახელეთ და თან დანომრეთ, როგორც სახელების შემთხვევაში აკეთებდით (1 – მამა, 2 – მეფე, 3 – მატარებელი…).
ვარჯიში 7. თუ აქამდე თვალები ღია გქონდათ, ახლა დახუჭეთ – დათვალეთ 20-მდე და გაახილეთ თვალები.

თქვენმა ტვინმა მოთელვა დაასრულა და ახლა მთელი დღის დატვირთვისთვის მზადაა.

გონებრივი სპრინტი: ეს სავარჯიშო ისეთი საქმის დაწყებამდე გააკეთეთ, რომელიც გონების დაძაბვას საჭიროებს. ხანგრძლივობა 5 წუთი. ხელსაწყოები: კალამი, ცოტა ქაღალდი და მაღვიძარა. სხეულის მდგომარეობა: ჯდომა.
აიღეთ ნებისმიერი დაბეჭდილი ფურცელი და აარჩიეთ პირველივე შემთხვევითი სიტყვა, რომელსაც თვალი წააწყდა. მაგალითად, სიტყვა "წვიმა” ამინდის საგაზეთო პროგნოზში.. დააყენეთ საათი (ტაიმერი), 5 წუთში უნდა დარეკოს. ფურცლის ზედა ნაწილში დაწერეთ ამორჩეული სიტყვა. მომდევნო ხუთი წუთის მანძილზე ამ სიტყვის გამოყენებით რაც შეიძლება მეტი ფრაზა დაწერეთ. მაგრამ არ შეჩერდეთ და არც დაფიქრდეთ ხოლმე. თქვენი ამოცანაა – საათს დაასწროთ და ისე სწრაფად წეროთ, როგორც შეგიძლიათ, მაშინაც კი, თუ თქვენი ასოციაციები სულელურად გამოიყურება. 5 წუთის შემდეგ გაჩერდით, დაითვალეთ 20-მდე და … მუშაობა განაგრძეთ.

მაქსიმუმამდე გაძლიერება: დრო: 10 წუთი. საჭიროა: წიგნი, ჟურნალი ან გაზეთი. უნდა იჯდეთ.
აიღეთ ტექსტი, გადააბრუნეთ ფურცელი უკუღმა და ისე წაიკითხეთ ხმამაღლა. კითხვის ტემპი ძალიან შენელდება, ტვინი ასეთ უცნაურ დავალებას ეწინააღმდეგება. მაგრამ, სწორედ ეს ნიშნავს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების ზრდას და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში გამოყენებული 10%-ის ამარა არ დარჩებით.
გისურვებთ წარმატებას!

.
.









კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 2792 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar