მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » მარწყვის გრანიტე შამპანურით
5:23 PM
მარწყვის გრანიტე შამპანურით



შემადგენლობა:

1,25 ჭიქა შაქარი;

1 ჭიქა მარწყვი;

0,5 ჭიქა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი;

2, 25 ჭიქა შამპანური;

1, 5 ჩ/კ ლიმონის გახეხილი კანი;

18 ცალი ჟოლო.

მომზადება:

1 ჭიქა შაქარი გახსენით შეუვსებელ ჭიქა წყალში. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაათბეთ, ურიეთ გამუდმებით, სანამ შაქარი კარგად არ გადნება.

გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მარწყვი დაჭყლიტეთ პიურის კონსისტენციამდე, დაამატეთ გაგრილებული შაქრის სიროფი. დაამატეთ ფორთოხლის წვენი და შამპანური, აურიეთ, შედგით საყინულეში 6 სთ.

დარჩენილი შაქარი შეურიეთ ლიმონის ცედრას, მიღებულ მასაში ამოავლეთ ჟოლო.

გაყინული მარწყვის პიურე გადაიტანეთ ჭიქებში, მორთეთ ჟოლოთი, მიიტანეთ სუფრასთან.

დესერტი შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე მიიტანოთ ცივ შამპანურთან ან თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად.










კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1171 | დაამატა: allfile | ტეგები: შაქარი, პიურე, ჟოლო, შამპანური, ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მარწყვი, გრანიტე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar