მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ავლაბრის რეზიდენცია
4:19 PM
ავლაბრის რეზიდენცია


ავლაბრის რეზიდენცია (ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი) — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც), მ. აბდუშელიშვილის ქუჩა № 1. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში, აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი[4][5], თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან–სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ"-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი სახელმწიფო კანცელარიისთვის, რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს.

.საქართველოს ფეოდალური ხანის მეფეთა რეზიდენციებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. მათ შორის არის თბილისში დარეჯანის სასახლე, რომელიც XVIII საუკუნეში ერეკლე II–ს მეუღლე დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, ამჟამად კი ბაგრატიონთა სახლის კუთვნილებაა. უშუალოდ გვიანი შუასაუკუნეების მეფეთა რეზიდენცია, რომელიც ზემო კალაში მდებარეობდა, აღა მაჰმად ხანის ჯარის შემოსევისას განადგურდა 1795 წელს. ამ ადგილზე, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში, კავკასიის მთავარმმართებლის რეზიდენცია აიგო. მოგვიანებით, ახალი რეზიდენცია აიგო კალას გარეთ, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც რეზიდენციის გამო სასახლის ქუჩა ეწოდა. დღეს აქ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლეა განთავსებული.

საბჭოთა პერიოდში კრწანისში რესპუბლიკის პირველი პირებისთვის, კომპარტიის პირველი მდივნებისთვის, აიგო რეზიდენცია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთა რეზიდენცია გახდა. 2004 წელს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი რეზიდენციის მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ეს რეზიდენცია ერთ კომპლექსში გააერთიანებდა საპრეზიდენტო სამყოფელსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას. გადაწყდა ავლაბარში, ალვანის, აბდუშელიშვილის, ლომოურისა და ცუცქირიძის ქუჩებში მოქცეული კვარტლის გამოყოფა, სადაც საპრეზიდენტო სასახლეს ალვანის ქუჩაზე გამომავალი საგზაო ინსპექციის შენობა დაეთმობოდა.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე (ყოფ. მეფისნაცვლის სასახლე), 2007.

საგზაო ინსპექციის შენობა XIX ს–ის მეორე ნახევარში იყო აგებული მეფის ჟანდარმერიისთვის. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, იქ სახელმწიფო ავტოინსპექცია (მოგვიანებით საგზაო პოლიცია) იყო განთავსებული. ნეოკლასიციზმის სტილში გამართული ორსართულიანი შენობა დორიული კოლოსალური ორდერის სამი პორტიკით გამოდიოდა ალვანის ქუჩაზე და, დანარჩენ დამხმარე შენობებთან ერთად, მთელ კვარტალს აერთიანებდა.

თავიდან იგეგმებოდა შენობის რეკონსტრუქცია, თუმცა შენობის მდგომარეობამ მისი მთლიანად დაშლა და თავიდან აგება გახადა აუცილებელი. შედეგად გაიზარდა მშენებლობის ბიუჯეტი და ვადები. პირველი ბლოკი, რომელშიც სახელმწიფო ადმინისტრაცია განთავსდა, ექსპლუატაციაში 2008 წლის აპრილში შევიდა.[6][7][8] მშენებლობას თავიდან აწარმოებდა სამშენებლო კომპანია „ევრა", რომელმაც სამშენებლო უფლება მთავრობისგან იმ პირობით მიიღო, რომ კომპანიის მფლობელი ვალერი გელაშვილი ალვანის №5-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლს გადასცემდა სახელმწიფოს. 2005 წელს ხელიუფლებასა და კომპანიას შორის მომხდარი ფინანსური უთანხმოების გამო, მშენებლობა სხვა ორგანიზაციას გადაეცა.[9][10][11] კომპლექსის პროექტი დამუშავდა დეველოპერული კომპანია „არსის" საპროექტო სტუდიაში. მათ ეკუთვნით სახელმწიფო ადმინისტრაციის კორპუსის პროექტიც. საპრეზიდენტო სასახლის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, რომელსაც ავტოინსპექციის შენობის გადაკეთების იდეა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაბადებია[4], აქტიური მუშაობა კი ამ საკითხზე 2004 წლიდან დაიწყო.

.
.
.








კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 2267 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar