მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » რას ვეტყვი ჩემს ხალხს??
3:21 PM
რას ვეტყვი ჩემს ხალხს??



რას ვეტყვი მე ჩემს ხალხს

მოსწრებული სიტყვის გამარჯვება გამგონის ყურზე უფროა დამოკიდებული ვიდრე მთქმელის ოსტატობაზე. სიტყვა უფრო გამბედავია, ვიდრე საქმე...
რას ვეტყვი ჩემს ხალხს? რა უნდა ვუთხრა ისეთი, რაც თქვენ არ გეცოდინებათ? განა მე ვიცი თქვენზე მეტი, უბრალოდ ყველა ადამიანი ერთნაირად არ აზროვნებს – ზოგი პრიმიტიულად, ზოგიც – უფრო რეალისტურად. აი, ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მართალია, რაც უფრო პრიმიტიულია საზოგადოება, მით მეტი მსგავსებაა მის შემადგენელ ინდივიდებს შორის და მით უფრო იკლებს ინდივიდუალობა ადამიანში – ამით ვემსგავსებით ცხოველებს. სული არის ერთი და იგივე წყალი, რომელის ყველა ჩვენგანში მოიპოვება. იგი იცვლის ფორმასა და ფერს, ბოთლის ფორმისა და ფერის მიხედვით.
სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი – აი კაცობრიობის ისტორია. სასწაულების დრო უკვე წავიდა და რაც კი ხდება ქვეყანაზე ყველაფერს უნდა მოეძებნოს თავისი მიზეზი. რატომ არ ძალგვიძს, გავიგოთ სამყაროს საიდუმლო? იმიტომ, რომ ფუჭი ლაპარაკითა და გრძნობითი საგნებით ვკმაყოფილდებით; აგრეთვე იმიტომ, რომ სურვილებითა ვართ გატაცებული და სინამდვილეს, თითქოსდა ნისლით ვბურავთ. ჩვენ საიდანღაც პასუხის მიღებას ველოდებით, ვფიქრობთ, რომ ისედაც შევძლებთ ამოცანის ამოხსნას, ამიტომ ღმერთი არ „შეგვაწუხებს" და თავად გაგვიმხელს საიდუმლოს. რა სისულელეა ხალხო! რატომ გვაქვს თავი სირაქლემასავით თავი ქვიშაში? რატომ არ ვუსწორებთ თვალს რეალობას? ნუთუ იმიტომ, რომ მწარეა სიმართლე? ნუთუ არ მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, ამ „ჭკვიან" ხალხში, რომელიც თაველბს აგვიხელს? სულელი არის ადამიანი, რომელიც ელის, რომ ისეთი ამბავი მოხდება, რისი ქმნაც არასდროსაა შესაძლებელი...
ვინც პირველ ღილს ცუდად შეიკრავს, მას ყველა შესაკრავი ღილი აერევ–დაერევა; იმაზე ურცხვი სანახავი არაფერია, როცა მოხუცს თავისი ასაკის დასამტკიცებლად მხოლოდ წლების შემოთავაზება შეუძლია. ნუთუ ჩვენ ამას ველოდებით? ნუთუ პირველი ღილი ცუდად შევიკარით? ნუთუ კაცობრიობისთვის წლების გარდა არაფრის შეთავაზება შეგვიძლია?ზოგი ფულის ბატონია, ზოგი – ყმა. ნუთუ ჩვენც ყმები უნდა ვიყოთ?
ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ეშინია, რომ იყოს ის, რაც სინამდვილეშია, ჩვენ ჩვენივე უსუსურობით ვცდილობთ, დავფაროთ ის, რანიც ვართ, რაც შეგვიძლია, რისი ღირსნიც ვართ და რა ღირსებაც გვაქვს. შეცდომას სწორედ ის იწვევს, რომ უკეთესად არშეგვიძლია....
ვაგლახ, ერთხელ სათნოება თუ დაგვეკარგა, თავგზა გვებნევა და არ ვიცით რა გვსურს და რა – არა. მაშინ ბნელდება ჩვენს გონებაში, მაშინ ვხვდებით, რომ თურმე არაფერი შეგვძლებია. ცხვრების ჯარი ლომის მეთაურობით ყოველთვის გაიმარჯვებს ლომების ჯარზე, თუ მას სათავეში ცხვარი უდგას. ჩვენ გვჭირდება ერთი ლომი – ერთი ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეებრძოლოს უსუსურობას და არაფრობას. მის გარეშე რანი ვართ? არც არაფერი – ცხვარი წინამძღოლის გარეშე. არა ფულის უკმარისობა, არამედ ადამიანთა, და ნიჭიერ ადამიანთა ნაკლებობა ხდის სახელმწიფოდ სუსტად, – კარგი მთავრობა ის კი არ არის, ვისაც ხლახის გაბედნიერება სურს, არამედ ის, ვინც იცის, როგორ მიაღწიოს ამას; მხოლოდ სურვილი არასდროსაა საკმარისი, არასდროს!
საზოგადოება ჰაერს გავს, აუცილებელია სუნთქვისთვის, მაგრამ საკმარისი არ არის ცხოვრებისთვის. საზოგადოება არაერთგვაროვანი ჰაერია, სრულიად განსხვავებული შემადგენელი ნაწილებით; თითოეულ ინდივიდს აქვს საკუთარი (ხშირ შემთხვევაში – განსხვავებული) სურვილი (და არა – აზრი), რომელიც ქმნის ერთ მთლიანობას, ისევე, როგორც ვერტიკალისა და ჰორიზონტალის გადაკვეთით ჯვარი მიიღება.. ერთი შინაარსის აზრებისგან ვერ მოვიღებთ სრულყოფილ შედეგს. განსხვავებული აზრები აუცილებელია, რომ შეავსოს საპირისპირო. „შევსებისთვის" საჭიროა სამარლიანობა, რომლის ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცით სამწუხაროდ. არ ძალგვიძს, საქმე მივიყვანოთ ბოლომდე მხოლოდ ლაპარაკი და „ჭეშმარიტი" აზრების გამოთქმა არ შველის საქმეს. ობიექტურობა და სამართლიანობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღება არარაობა: „ქვეყანა ტაძარი კიარაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც კაცი უნდა მუშაობდეს და იხარჯებოდეს."
ადამიანის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში. იგი თავის თავს შეიცნობს არა ფიქრით, არამედ – მოქმედებით; თავის ფასს შეიცნობს მხოლოდ შეუპოვარ ცდაში, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა.
ადამიანებს რას ასწავლიან, წესიერებას კი – არა, მერე ისინი თავის გამოჩენას სწორედ იმ წესიერებით ცდილობენ, რაც მათ არასოდეს უსწავლებიათ. ბევრია ასეთი ადამიანი.
ადამიანის ჭეშმარიტი ისდიადე მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა გადაწყვეტს, უმჯობესია, მუდამ ვიტანჯო, ვიდრე სინდისის წინააღმდეგ რაიმე ჩავიდინოო.სიცრუე და პირფერობა ხუმრობითაც არ არის საჭირო; დაე, ვისაც რა უნდა ის იფიქროს შენზე, შენ კი იყავის ის, რაც ხარ!
გაიძვერის თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა, ჩვენს არსებაში ჩამარხულ კანონს სინდისი ეწოდება; სინდისი არის საკუთრივ ჩვენი საქციელის გამოყენება ამ კანონის მიმართ.
ჩვენივე საქციელი გადაწყვეტსმ რამდენად ღრმაა იგი ჩვენში, რამდენად მართლები ვართ საკუთარი სინდისის წინაშე; ის, ვისაც სუფთა სინდისი აქვს, არ იდარდებს სასამართლოზე, რადგან სასამართლო სიმართლეს გამოავლენს. რა დიდებულად ჟღერს არა? რომელი სასამართლო? სასამართლო, რომელშიც სამართალი კიარ ამოძრავებთ მოსამართლეებს, არამედ მოსამართლეები – სამართალს? ძალიან ადვილია, იყო კეთილი; იყო სამართლიანი, აი რა არის ძნელი..
ცხოვრება სანახაობას ჰგავს, იქ ერთობ საძაგელი ხალხი საუკეთესო ადგილებს იკავებს. დღეს ადამიანის სხეულის მთავარი ორგანო, საფუძველი, რომლითაც სული სულგმულობს, – საფულეა, ამიტომ ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის, ვინც გრძნობს, ხოლო კომედია მისთვის, ვინც აზროვნებს. ჩვენ ჩვენი სინდისის წინაშე ვიყოთ მართლები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფარისევლობა მოდური ნაკლია, ყველა მოდური ნაკლოვანება კი ძალზე ჰგავს მოდურ თვისებს.
ჩვეულებრივად, ადამიანები ნაკლებად ტკბებიან იმით, რაც მიეცათ და უფრო მეტს დარდობენ იმის შესახებ, რაც არ მიეცათ. დღეს ადამიანები მეგობრობას უწოდებენ დროის ერთად ტარებას, საქმეებში ურთიერთდახმარებას, ურთიერთმომსახურებას, ანუ ყველაფერ იმას, რაც რაიმე სარგებელს მოუტანთ. ეს უბრალო ანგარებაა. ჭეშმარიტად პატიოსანმა ადამიანმა, თავის თავს ინდა ამჯობინოს ოჯახი, ოჯახს – სამშობლო, სამშობლოს – კაცობრიობა; ჩვენთან კი პირიქითაა – სამშობლოს საკუთარი თავი გვირჩევნია! საწყენად ნუ დარჩებათ მათ, ვინც ყველაფერს საკუთარ თავში პოულობს და აქვს იმდენი შეგნება, რომ გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან, სინათლე – სიბნელისაგან, სიმართლე – სიცრუისაგან. ვისაც შეუძლია, მივიდეს სიმართლემდე საკუთარი გამოცდდილებითა და საკუთარი სიმართლით.ვისაც აქვს საკუთარი აზრი, შეუძლია საუბარი, უბრალოდ, შეუძლია იყოს გულახდილი, თქვას სიმართლე, რაოდენ მწარეც უნდა იყოს ის, ჰქონდეს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მზად იყოს უარესისთვისაც. წაქცევას უნდა მიეჩვიო, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი უნდა ისწავლო, რომ გაიგო სიცილი რამხელა ბედნიერებაა.
საშუალო ბუნების კაცი თავის არსებობას იმით აღნიშნავს ხოლმე, რასაც იქმს; დიდბუნებოვანი კი იმით, რომ თვითონ არის, თავისთავად. ასეთ ადამიანს შეუძლია, ებრძოლოს ბოროტებას, თუმცა, „ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს." არ ეთანხმებით? – მერე რა, ყველას ინდივიდუალური აზრი აქვს და მე შემიძლია არ დავეთანხმო თქვენს აზრებს, მაგრამ მზად ვარ, სიცისხლე შევწირო იმას, რომ თქვენ ყოველთვის გქონდეთ მისი გამოთქმის უფლება.
უამრავი კანონი არსებობს, მაგრამ ისინი უსარგებლონი არიან, როგორც კარგი, ასევე ცუდი ადამიანებისთვის. პირველებს ის არ სჭირდებათ და მეორენი მათგან უკეთესები არ გახდებიან...
კანონებს თითქოსდა პროგრესის ხელშეწყობისთვის იყენებენ, არადა, რად გინდა. თუ არავინ დაიცავს? კაცობრიობის პროგრესი სხვა არა არის. რომ დღითიდღე გაფართოვდეს შეუძლებლობის ზღვარი; პროგრესი ის კი არ არის, რომ გუშინდელი დაანგრიო, არამედ შეინარჩუნო მისი არსებითი მხარე, რომელსაც ძალა გააჩნია, ფუძედ გამოადგეს უკეთეს მომავალს.
ასე ვერ მივაღწევთ პროგრესს; თუმცაღა რა არის პროგრესი? სრულყოფილება? თუ ასეა, მაშინ ნუ შეგვეშინდება სრულყოფილების, რადგან მას ვერასდროს მივაღწევთ... „კიდევ რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"
მუზავ, რა ვიქნებოდი მე უშენოდ, არ ვიცი, მე მხოლოდ გული მტკივა, რომ ვხედავ რანიც არიან უშენოდ ასნი და ათასნი...

.
.











კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1386 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar