3:10 PM ბრძნული აზრები | |
მხოლოდ ადამიანების ორი ტიპია საინტერესო:ისინი ვინც იციან ცხოვრებაზე ყველაფერი და ისინი , ვინც ცხოვრებაზე საერთოდ არაფერი არ იციან. როდესაც ჩვენ ბედნიერები ვართ, თავი კარგ ადამიანებად გვეჩვენება, მაგრამ ყველა კარგი ადამიანი არ არის ბედნიერი. როდესაც არ შეგიძლია შენს თავს რაღაცის უფლება მისცე, მაშინ ამის შესახებ უბრალოდ უნდა დაივიწყო. ჩვენგან ყველაზე მამაცს, საკუთარი თავის ეშინია. ყველა ცხოვრობს ისე როგორც უნდა და ამის საფასურს თვითონვე იხდის. ღარიბ ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ფული ყველაფერია. ხანდახან იმას რასაც ჩვენ მკვდრად მივიჩნევთ, სიკვდილი ჯერ კიდევ არ უნდა. სინდისი-შიშის ოფიციალური დასახელება. სიბერის ტრაგედია იმაში არაა, რომ ადამიანი ბერდება, იმაშია, რომ მისი სული მაინც ახალგაზრდაა. ადამიანს თუ არ ჰყავს მტრები, მაშინ მათ მისი მეგობრები შეცვლიან. რა სარგებლობა აქვს ადამიანისთვის დიდიხნის სიცოცხლეს თუ ის თავის სულს დაკარგავს. -უბრალოდ აღმაშფოთებელია, ადამიანის ზურგსუკან მასზე ილაპარაკო რაღაცეები, რაც უბრალოდ..........სიმართლეა. - აჰ ნუთუ არსებობს სამყაროში რამე შეუძლებელი. ჩვენს საუკუნეში არაფერი სერიოზული არ ხდება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |