მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » სსრკ
2:26 PM
სსრკ



საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).

.საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ზრდა მისი დაარსებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც მან ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლიტვა და ლატვია, ასევე ბესარაბიას (რუმინეთის ნაწილი, შემდგომში მოლდავეთის სსრ), ტანუ-ტუვას (ტუვის რესპუბლიკა), აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილო ნაწილები, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იაპონიის ტერიტორიული ნაწილები შემოიერთა.
ამგვარად საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფო იყო (თუ არ ჩავთლით რუსეთის იმპერიას 1917 წლამდე, რომლის შემადგენლობაშიც ამის გარდა შედიოდა ფინეთი, პოლონეთი და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილები).

1945 წლიდან საბჭოთა კავშირი ესაზღვრებოდა რუმინეთს, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ფინეთს, ნორვეგიას, ჩრდილოეთის ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მონღოლეთს, ავღანეთს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და შავ ზღვას.

22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი სიდიდის სსრკ-ის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედს იჭერდა და 11 სასაათო სარტყელს მოიცავდა.

.საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას სამეცნიერო ათეიზმი წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო გალობა.

1920 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 90% მიეკუთვნებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1940 წლისთვის ეს რიცხვი 30%-ზე დაბლა დაეშვა. ურიცხვმა მორწმუნემ რეპრესირება განიცადა ან ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან დახვრიტეს.

ლენინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტები და კანონები (1918 წლის იანვარ-თებერვლის ”დეკრეტი სინდისის თავისუფლებაზე, საეკლესიო და რელიგიურ გაერთიანებაზე”, აგრეთვე 27 ივნისის იუსტიციის სახალხო კომისრის პეტრე სტუჩკას მიერ გამოცემული ”ლიკვიდირების კანონი”, რომლებიც ქაღალდზე რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდნენ, მაგრამ ეკლესიას მის საკუთრებას ართმევდნენ).
სინამდვილეში ეკლესია ძველი წესწყობილების წარმომადგენლად, ხოლო მისი მიმდევრები - კონტრრევოლუციონერებად იქნენ აღიარებული (”რევოლუციის ზურგში ხანჯლის ჩამცენნი”). ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები. სტალინის მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე.წ. ”გულაგში” გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-საკონცენტრაციო ბანაკები). ასევე შუააზიის რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად მუსლიმები ცხოვრობდნენ, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.

გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად ტბა ბაიკალის სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ ბუდისტები და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.

1939 წელს მკაცრი სახელმწიფო ანტირელიგიური დამოკიდებულება შესუსტდა. მღვდელთა გარკვეული ნაწილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ხელახლა გაიხსნა რამოდენიმე უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და ეკლესია-მონასტერი.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროში ანტირელიიგიური ბრძოლა განახლდა. ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ იგი ”საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მღვდელს ტელევიზიაში გამოიყვანდა”.

მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის შეუწყნარებლობა ძლიერ დაასუსტა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მოკავშირე რესპუბლიკებში რელიგიური პრაქტიცირების რეალური თავისუფლების ხანა დადგა.

.
.











კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1168 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar