მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ტროა
2:14 PM
ტროა



ტროა (ბერძნ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროას ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.

ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.

ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორი ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ქალაქი ერთი მეორის შემდეგ აშენებული. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.






.





კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1522 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar