ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე) დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით. დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე. გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ. იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი. ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა. * პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს * მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ * ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს. არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა სამი კვირა მეორდება ეს დღეეები დღე I - მშიერი საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე. ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური. II დღე - ცილები საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო) სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური. ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი III დღე - ბოსტნეული საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი IV დღე - განსაკუთრებული საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი V დღე - ცილოვანი საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო) სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) + ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური. ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი VI დღე - ბოსტნეული საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ მოხარშული გაროხი ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი VII დღე - განსაკუთრებული საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული + 100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი IV კვირა ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული თევზი. კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი წონის შენარჩუნების დღეები 2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა) 2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე 5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი
|