მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » medicina - gastriti
1:58 PM
medicina - gastriti



გასტრიტი
გვირილას ყვავილები - 10 გრ. ფარსმანდუკი -10 გრ. აბზინდა - 10 გრ. პიტნა - 10 გრ სალბი 10 გრ. აიღეთ ნარევის ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა მდუღარეზე, შეფუთეთ, დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ ცხელი ნაყენი 0,5 ჭიქა ორჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე

.
.ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას აჩერებს - ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, როდესაც 50 ადამიანს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარეს.გამოკვლევის ავტორები პაციენტებს ერთი თვის განმავლობაში ერთ ჭიქა (225 მლ) ბროწეულის წვენს ასმევდნენ.
გამოკვლევაში მონაწილებდნენ პაციენტები, რომლებსაც პროსტატის სიმსივნე აღმოაჩნდათ, უკვე გადატანილი ჰქონდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდნენ. ბროწეულის წვენის ყოველდღიური მიღება განსაკუთრებით ხანში შესული პაციენტებისთვის არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკში ისინი რთულად იტანენ როგორც ჰორმონო, ასევე ქიმიოთერაპიას.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ წვენის ერთთვიანი მიღების შემდეგ სიმსივნის ზრდა ორჯერ შემცირდა. მეცნიერთა თქმით, ბროწეული შეიცავს მრავალ სასარგებლო კომპონენტს - იზოფლავონებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუმცა ჯერჯერობით არ არის დადგენილი, კონკრეტულად რომელი კომპონენტი მოქმედებს სიმსივნის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ სასიკეთო შედეგი არა რომელიმე ერთის, არამედ სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციით მიიღწევა.
გამოკვლევების შედეგები საიმედოა, მაგრამ მხოლოდ "ბროწეულის თერაპიას" ჯერჯერობით მაინც ვერ სჯერდებიან. უკვე მიმდინარეობს გაცილებით ფართომასშტაბიანი გამოკვლევა, რომელმაც მიღებული შედეგი უნდა დაამტკიცოს. როგორც ჩანს, მსოფლიო ონკოლოგიური კლინიკების მედიკოსები და მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს წამალი ისევ და ისევ ბუნებაში უნდა ეძიონ. ეს დაავადებაც ხომ ბუნებიდან მოდის და შეუძლებელია, მისი ალტერნატივა ასევე ბუნებაში არ არსებობდეს, მთავარია მიაგნონ.

. ყველა სახეობის ცაცხვი ცაცხვისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
სამივე სახეობის ცაცხვი საკმაოდ მაღალი 25-30 მეტრის სიმაღლის ხეა, სწორმდგომი ტანით, გაშლილი ვარჯითად და სურნელოვანი ყვავილებით.
კავკასიური ცაცხვი Tilia Caucasica rupr. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. დატოტვილი ვარჯი და გრძივად დაღარული კანი აქვს. ახალგაზრდა ტოტები მუქი წითელია, ზედ წვრილი მეჭეჭები აზის. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული.კავკასიური ცაცხვი ცოცხლობს 300-400 წელი და მეტს .. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში მსხვილფოთოლა ცაცხვი და მისი სახესხვაობები ველურად გვხვდება კარპატებში, დასავლეთ ევროპაში, უკრაინაში, ბელორუსიაში და მოლდავეთში.
კავკასიური ცაცხვი გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. გვხვდება მუხასთან შერეული ან ცალკე კორომებად .
ცაცხვს ფართოს იყენებენ პარკების გასამწვანებლად. იგი პერსპექტიული გზათა პირების გასამწვანებლადაც (გზათა პირების გამწვანება თანდათან სულ უფრო აქტუალური გახდება საქართველოში).

გამოყენება მედიცინაში

ცაცხვი ოფიცინალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაცემი და მონახარში გამოიყენება ოფლდამდენად-გაციებისას, ბაქტერიოციდული მიზნით - პირში გამოსავლებად.
შედის მრავალ მცენარეულ ნაკრებში. ჰომეოპათია ცაცხვის ყვავილების ნაყენს იყენებს მეტეორიზმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისას. იყენებენ ხმარობენ დასამშვიდელად, სიცხის დამწევად, კატარის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს.
შედის სასმელი "მცენარეული" ჩაების შემადგენლობაში

.
.
.










კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1389 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar