1:49 PM ისტორიის შესახებ | |
ისტორია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის წარსულს. მისი შესწავლის ძირითადი საგანია: ბუნების, საზოგადოების, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, სხვა ობიექტების, მოვლენების განვითარების პროცესი; საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი (ისტორიული მეცნიერებები), რომელიც შეისწავლის კაცობრიობის განვლილ გზას, წარსულს მისი მთელი მრავალფეროვნებით და კონკრეტულობით. * არქეოლოგები მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც დამარხეს პოლიტიკოსებმა. ლაუბი, გაბრიელ * ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარს. მერიმე, პროსპერ * ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდა. იეჟინა, ზბიგნევ * მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. შილერი, ფრიდრიხ იოჰან * მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორია. ჟერომსკი, სტეფან ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის. * ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათ. შოუ, ჯორჯ ბერნარდ * თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში. პიაფი, ედიტ * ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველია. შლეგელი, ფრიდრიხ * ისტორია - ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო. (უცნობი ავტორი) ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის. * ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით. განდი, ინდირა * ისტორია - ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელი. სერვანტესი, მიგელ * ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფია. ბოლინგბორი, ჰენრი * ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს. დიუმა, ალექსანდრე (უმცროსი) * ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნება. ვალერი, პოლ * ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი. ბერკი, ედმუნდი * მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები. კარლეილი, ტომას * ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად. პლინიუს უმცროსი * ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩება. ლერნერი, მაქს * ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები. ემერსონი, რალფ ულდო * კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებია. შენდეროვიჩი, ვიქტორ * ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო. ოსკარ უაილდი * ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს. ორუელი, ჯორჯ * ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. ჟულ გონკური .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |