1:44 PM თელ–ავივი | |
როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ქალაქი, თელ-ავივი საერთაშორისო ტურიზმისსთვის მიმზიდველი ადგილია და მას ხშირად ბარსელონას ან მაიამის ადარებენ.[55] ლოს-ანჯელეს ტაიმზი და ნიუ-იორკ ტაიმზი მას უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიებენ.[56][57] თელ-ავივის მუნიციპალიტეტის თანახმად, მას 44 სასტუმრო აქვს 5,800-ზე მეტი ოთახით.[58] თელ-ავივს ხშირად უწოდებენ "ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს" მისი პოპულარული ღამის კლუბებისა და 24-საათიანი გასართობი ატრაქციონების წყალობით.[59][60][61] თელ-ავივის უდიდესი საზოგადოებრივი პარკია იარკონ პარკი, გან მერიერთან და დუბნოვ პარკთან ერთად, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორიის 17% გამწვანებასა და ბუნებრივ ნარგავებს უჭირავს.[58] დიზენგოფის ცენტრი ისრაელის პირველი მოლი (სავაჭრო ცენტრი) იყო. ქალაქში მსოფლიოს უდიდესი სასტუმროს ბრენდებია წარმოდგენილი, მათ შორის Crowne Plaza, Sheraton, Dan, Isrotel და Hilton. აქ არის მრავალი მუზეუმი, არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, რომელთა დასათვალიერებლად მრავალენოვანი ტურებით შეიძლება სარგებლობა.[62] ავტობუსების ტურების გარდა, არის არქიტექტურული ტურები[63] და სეგუეი ტურები[64] და საცალფეხო ტურები.[65] ღამის კლუბები და რესტორნები თავმოყრილია სანაპიროს გასწვრივ. ქალაქის რესტორნები ტრადიციულ ებრაულ კერძებთან ერთად საერთაშორისო სამზარეულოებსაც სთავაზობენ სტუმრებს. ქალაქში 100-ზე მეტი სუშის რესტორანია, ხოლო ერთ-ერთი იტალურ რესტორანს თელ-ავივში იტალიის გარეთ საუკეთესო იტალიური რესტორნის წოდება მიანიჭა იტალიიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.[66] როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი რეგიონში, თელ-ავივი ყველაზე ტოლერანტულია ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთა მიმართ და კარგად ჩამოყალიბებული ლგბტ გაერთიანებები ჰყავს.[67] ქალაქი მასპინძლობს ყოველწლიურ პრაიდ პარადს, რაც ათასობით მიმდევარს იზიდავს. ხოლო 2008 წელს ქალაქში პირველი სექს ფესტივალი გაიმართა.[68][69] თელ-ავივის ისრაელისა და რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.[70] ისრაელის 35 მთავარი საშემსრულებლო ცენტრიდან 18 თელ-ავივშია განლაგებული, მათ შორის ქვეყნის ცხრა უმსხვილესი თეატრიდან ხუთი, სადაც ქვეყნის წარმოდგენათა 55% და დასწრების 75% მოდის.[25][71] თელ-ავივის საშემსრულებლო ხელოვნებათა ცენტრშუ ბინა აქვს ისრაელის ოპერის თეატრს, სადაც პლაციდო დომინგო მთავარი ტენორი იყო 1962-65 წლებში, და კამერის თეატრი.[72] 3,000 მაყურებლით, ფრედრიკ მანის აუდიტორია ქალაქის უდიდესი თეატრია.[73] ჰაბიმას თეატრი, ისრაელის ეროვნული თეატრი, რესტავრაციისთვის დაიხურა 2008 წელს. ენავის კულტურული ცენტრი ერთ-ერთი უახლესი დანამატია ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.[71] თელ-ავივის სხვა თეატრებს შორისაა გეშერის თეატრი და ბეით-ლესინის თეატრი; თცავთა და თმუნა მცირე თეატრებია, სადაც მუსიკალური წარმოდგენები იმართება. იაფაში სიმთას და ნოტცარის თეატრებში ექსპერიმენტული დადგმები იმართება. თელ-ავივში ასევე ბინა აქვს რამდენიმე საცეკვაო დასსა და კომპანიას. აქ არის ბათშევას ცეკვის კომპანია, თანამედროვე ცეკვის დასი, და ბათ დორი და ისრაელის ბალეტი.[71] თელ-ავივის თანამედროვე და კლასიკური ცეკვის ცენტრია სუზან დელალის ცენტრი ნევე წედეკში.[74] ქალაქში ყოველდღიურად იმართება საოპერო და კლასიკური მუსიკის წარმოდგენები. წლების განმავლობაში აქ მრავალ სახელგანთქმულ დირიჟორსა თუ სოლოისტს გაუმართავს კონცერტი.[71] კინემატოგრაფიაში ქალაქის მნიშვნელოვან ღონისძიებათა შორისაა მრავალრიცხოვანი კინოფესტივალები, მათ შორის ფესტივალი ანიმაციის, კომიქსებისა და კარიკატურების, ასევე სტუდენტური ფილმების ფესტივალი, ჯაზის, კინოსა და ვიდეოფირის ფესტივალი და მისთ. ქალაქში რამდენიმე მულტიპლექსი კინოთეატრია.[71] ისრაელს ზოგიერთი ცნობით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მუზეუმი აქვს, რომელთაგან სამი უდიდესი თელ-ავივში მდებარეობს.[75][76] მათ შორისაა ერეც ისრაელის მუზეუმი, ცნობილი მისი კოლექციით არქეოლოგიასა და ისტორიული გამოფენებით ისრაელის მიწაზე, და თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი. თელ-ავივის უნივერსიტეტის კამპუსზე მდებარეობს ბეთ ჰატეფუტსოთი, მუზეუმი საერთაშორისო ებრაულ დიასპორაზე, რომელიც დევნის საუკუნეების განმავლობაში ებრაელთა ისტორიაზე მოუთხრობს მნახველებს. ბათეი ჰაოსეფის მუზეუმი ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო ისტორიას მოიცავს. პალმაქის მზეუმი თელ-ავივის უნივერსიტეტთან ებრაელ ჯარისკაცთა ცხოვრების აღმწერ დოკუმენტთა არქივს შეიცავს. თელ-ავივის საგამოფენო ცენტრი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 60-ზე მეტ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს წელიწადში. ქალაქის სამხრეთ უბნებში არის ასევე მრავალი მცირე ზომის კერძო მუზეუმი თუ გალერეა, მათ შორისაა Тel Aviv Raw Art თანამედროვე ხელოვნების გალერეა.[77][78] თელ-ავივში ბინა აქვს ისრაელის რამდენიმე საუკეთესო სპორტულ გუნდს, მათ შორის მსოფლიო კლასის საკალათბურთო ნაკრებს. ეს ერთადერთი ქალაქია სამი კლუბით ისრაელის პრემიერლიგაში, ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში. მაქაბი თელ-ავივი სპორტკლუბი დაარსდა 1906 წელს და 10 სპორტულ სახეობაში იღებს მონაწილეობას. მისი საკალათბურთო გუნდი ისრაელის 47 ტიტულს ფლობს, გამარჯვებული აქვს ისრაელის 22 სახელმწიფო თასის გათამაშებაში, ორ ტოტო თასში და ორ აზიის კლუბების ჩემპიონატში. ძიუდოისტ იაელ არადის ვერცხლის მედალი აქვს მიღებული 1992 წლის ზაფხული ოლიმპიურ თამაშებში.[79] ჰაფოელ თელ-ავივი სპორტკლუბი დაარსდა 1923 წელს და 11-ზე მეტ ნაკრებს მოიცავს,[80] მათ შორის ჰაფოელ თელ-ავივს (13 ჩემპიონატი, 11 ქვეყნის თასი, ერთი ტოტოს თასი და ერთი აზიური ჩემპიონატი), რომელიც ბლუმფილდის სტადიონზე თამაშობს 1950 წლიდან, ასევე ვაჟთა და ქალთა საკალათბურთო კლუბი, და კაიაკის კლუბი. ბნეი იეჰუდა (ისრაელის ჩემპიონი, ორჯერ ქვეყნის თასის მფლობელი და ორჯერ ტოტოს თასის მფლობელი) ისრაელის ერთადერთი საფეხბურთო გუნდია უმაღლეს დივიზიონში, რომელიც თელ-ავივის ერთ-ერთ უბანს, ჰათიკვას, წარმოადგენს და არა ქალაქს. შიმშონ თელ-ავივი და ბეითარ თელ-ავივი წარსულში უმაღლეს დივიზიონში თამაშობდნენ, თუმცა შემდეგ ქვედა ლიგაში გადაინაცვლეს, ხოლო 2000 წელს კი გაერთიანდნენ. ახალი კლუბი ამჟამად ლიგა არცითიში, მესამე ლიგაში, თამაშობს. კიდევ ერთი ყოფილი პირველი დივიზიონის გუნდი, მაქაბი იაფა, ამჟამად დაშლილია, ისევე, როგორც მაქაბი ჰაცაფონ თელ-ავივი, ჰაპოელ ჰაცაფონ თელ-ავივი და ჰაქოახ თელ-ავივი, რომლებიც მაქაბი რამათ-განს შეუერთდნენ და ახალ ნაკრებში გადავიდნენ 1959 წელს (დღევანდელი სახელი "ჰაქოახ ამიდარ რამათ-განი"). თელ-ავივის გარეუბნებში რამდენიმე რეგიონული ლიგის კლუბია, მათ შორის ჰაფოელ ქფარ შალემი ლიგა ალეფის სამხრეთ დივიზიონში, ჰაფოელ რამათ-ისრაელი ლიგა ბეთის სამხრეთ A დივიზიონში, და ბეითარ ეზრა, ელიცურ იაფა თელ ავივი, გადნა თელ-ავივი და ჰაფოელ კირიათ შალომი, რომლებიც ლიგა გიმელის თელ-ავივის დივიზიონში თამაშობენ. თელ-ავივში ბინა აქვს ასევე ჰაფოელ უსიშკინს, ფანების საკუთრებაში მყოფი საკალათბურთო კლუბი დაარსებული 2007 წელს. თელ-ავივში ორი სანაოსნო კლუბია. Tel Aviv Rowing Club 1935 წელს დაარსდა იარკონის მდინარის ნაპირას და უდიდესი საწყლოსნო კლუბია ისრაელში.[81] ამასთან, თელ-ავივის პლაჟები მუდამ აქტიურია მატკოტის მოთამაშეებით.[82] Tel Aviv Lightning წარმოადგენს თელ-ავივს ისრაელის ბეისბოლის ლიგაში.[83] ქალაქში ასევე ტარდება ყოველწლიური ნახევარმარათონი, რომელშიც 2008 წელს 10.000 ათლეტი მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |