მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » მის თინეიჯერი
1:20 PM
მის თინეიჯერი



ამ ყვავილებში შეგიძლია საუკეთესო გამოარჩიო?

13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.

გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი იყო გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტზე და ჟურნალ "ოსკარში" განთავსებული გოგონების ფოტოები გენახათ, შეგერჩიათ საუკეთესოს ნომერი და მითითებულ მისამართზე გაგეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, საზეიმო ცერემონიალზე მოსულ თინეიჯერ ბიჭებს გავესაუბრე.

ლუკა (14 წლის): - თავიდან ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა გოგო ლამაზი იყო, ამიტომ მამას ვთხოვე დახმარება. მანაც აყვავებული იაპონური ალუბლის ფოტო მოძებნა და მკითხა, ამ ყვავილებში შეგიძლია საუკეთესო გამოარჩიო? ეს გოგონებიც ამ ყვავილებს ჰგვანან და იმიტომაც გიჭირს არჩევანის გაკეთებაო. მამის რჩევით, არჩევანი მათ შორის გავაკეთე, ვისაც პირადად ვიცნობ. გარეგნობას მათი ხასიათიც დავუმატე და... ჩემი რჩეულის ვინაობას ვერ გავამხელ. სხვები გაბრაზდებიან (ეცინება).

სანდრო (16 წლის): - კონკურსის შემდეგ სიამოვნებით ვიმეგობრებდი ნებისმიერ მათგანთან. ვფიქრობ, რომ გოგონებს ასაკის შესაფერისად უნდა ეცვათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დედაჩემის ტოლი ქალების სტილი არ უხდებათ.

დათუნა (18 წლის): - პოეტობის ნიჭი რომ მქონდეს, ყველას დავუწერდი ლექსს. გამარჯვებულს ვულოცავ და გალაკტიონის სტრიქონებით მივეფერები: "13 წლის ხარ და შენი ტყვეა, ჭაღარა გულის ზმანება ავი..." ახლა მართლა ისეთ ხასიათზე ვარ, "13-ჯერ უნდა მოვიკლა”თავი, რომ სულ მცირე 13 კონკურსანტი გოგონას ყურადღება მივიქციო (ეცინება).

პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: სასტუმროების ქსელი "რჩეული"; საიუველირო მაღაზიათა ქსელი "დელფოსი"; სალონი "კონტინენტალ X"; შუზკაფე "მადონა"; გერმანული კოსმეტიკის კომპანია "ველედა"; იტალიური სპასალონი "ტენ ექსკლუზივი" და ფრანგული კოსმეტიკის კომპანია "დიუმონი"; ესთეტიკური ცენტრი "ზოდი იმიჯი"; მაღაზიები: "კონვერსი", "დე ფაქტო", "ევიტა პერონი" და "აუტლეტი"; მაღაზიათა ქსელი "საფილო"; კოსმეტიკური ფირმა "ეივონი"; ფოტოსტუდია "ბომონდი"; სამოდელო სააგენტო "სლაიდი".

ზამთრის სეზონის რჩეულს გამარჯვებულის ლენტი გადასცა 2009 წლის "მის თინეიჯერმა" ირინა მწარიაშვილმა.

ნინო ტურაშვილი: "ამჯერად კონკურსში 29 გოგონა მონაწილეობდა 13-იდან 19 წლის ჩათვლით. თუმცა, წელს 13-14 წლის გოგონები ჭარბობდნენ. მათ იმდენი გულშემატკივარი ჰყავდათ, რომ ღამის კლუბ "ფლეტში" ტევა აღარ იყო".

საზეიმო ცერემონიალზე კონკურსანტებმა აქსესუარების მაღაზია "ევიტა პერონის" პროდუქციის ჩვენება მოაწყვეს. მარტის ყვავილებივით ლამაზმა გოგონებმა პოდიუმი ოდნავ დამფრთხალი, მაგრამ თამამი ნაბიჯებით დაიპყრეს.

KvirisPalitra.Geკონკურსზე ათ ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდა. პირველ სამ გამარჯვებულს გამორჩეული საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის სპონსორთა წყალობით კი ჯილდოს გარეშე არც ერთი ნომინანტი არ დარჩენილა. პირველ ადგილზე გასულ თეკლე თორთლაძეს სასტუმროების ქსელის "რჩეულის" წარმომადგენელმა ერთკვირიანი საგზური გადასცა. თეკლეს შეუძლია დედასთან ან მეგობართან ერთად დაისვენოს - სიღნაღში, თელავში ან ბათუმში. თეკლე ასევე დასაჩუქრდა ძვირფასი სამკაულით მაღაზია "დელფოსისგან". სააგენტო "სლაიდმა" კი კონტრაქტი გაუფორმა.

მეორე ადგილზე გავიდა ლანა კოკაია, მესამეზე - ნანა თუთბერიძე, "მის ონლაინი" კი ლიკა სოზაშვილი გახდა.

KvirisPalitra.Geსაღამოზე მოწვეული იყო "ვარსკვლავების აკადემიის" რამდენიმე მომღერალი, რომელთა გამოჩენას მაყურებელი ოვაციით შეხვდა.

კონკურსს ძალიან ელეგანტური წამყვანი, ჟურნალისტი ნინო მურღულია უძღვებოდა, რომლის ჩაცმულობაზეც დიზაინერმა ნანა მელქაძემ იზრუნა.
კონკურსანტი გოგონების ჩაცმულობაზე კი მათივე დედიკოებმა იზრუნეს.

ნინო ტურაშვილი: "წინა კონკურსის მსგავსად, ამჯერადაც ჩვენ მხოლოდ კონკურსანტთა მაკიაჟზე ვიზრუნეთ. დიდი დრო დავუთმეთ მათ მომზადებას პოდიუმზე გასასვლელად. კონკურსამდე სამი დღით ადრე დაიწყო რეპეტიციები. "სლაიდის" მოდელი თინეიჯერებს ასწავლიდა, როგორ გაევლოთ პოდიუმზე. გოგონებს თავი არ დაუზოგავთ. მათთვის ხომ უცხო იყო ეს სფერო, - პოდიუმი, ჩვენება და ა.შ. კონკურსის მონაწილეებს ასევე გადავუღეთ სალონური და სტუდიური ფოტოები".

საკონკურსო ჩვენებას ესწრებოდნენ ცნობილი მოდელები. ნათია მაქაცარიამ თავისი რჩეულიც კი გამოავლინა. ნათიას ისე მოეწონა თამუნიკა კვინიკაძე, რომ უცებ მოითხოვა მისთვის ჯილდო გადაეცა. თამუნიკასაც გაუფორმეს კონტრაქტი "სლაიდში." სულ ხუთი გოგონა აირჩიეს სამოდელო სააგენტოსთვის.

ბოლოს გაიჭრა უზარმაზარი ტორტი წარწერით "მის თინეიჯერი 2010", რომელიც გამარჯვებულმა თეკლემ გაჭრა.

"მის თინეიჯერი" თეკლე თორთლაძე 56-ე საჯარო სკოლაში სწავლობს და თურმე სულაც არ აპირებდა კონკურსზე გამოსვლას. მეგობრებმა არ მომასვენეს და სხვა გზა აღარ მქონდა, რედაქციაში ფოტოები გავგზავნეო. თეკლეს უხარია გამარჯვება, ჯერ ისიც არ გადაუწყვეტია, სად დაისვენოს და ვისთან ერთად. არა, დაბნეული არ გეგონოთ, უბრალოდ, ძალიან ბევრი სამეცადინო აქვს და სანამ არდადეგები არ მოახლოებულა, დასვენებაზე ფიქრი უჭირს. დიახ, თეკლე არ აცდენს სკოლას, არ უყვარს შატალო და გიჟდება ისტორიაზე. უყვარს ხატვა და დიზაინერობასაც აპირებს...

.
.
.





კატეგორია: გოგო - ბიჭებისათვის | ნანახია: 1801 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar