1:13 PM აგვისტოს ომი | |
2008 წლის 21 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს მოედანზე, საღამოს ჩვეული ხალხმრავლობა იყო. რამდენიმე ქართველი ღია კაფეში მაგიდას მისჯდომოდა და ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში გატარებულ დღეებს ხალისიანად იხსენებდა. - წუხელ ტელევიზორში თვალი მოვკარი - რუსები თურმე მეხუთე დღეა, სამხედრო სწავლებას -"კავკასია-2010"-ს გადიან, - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა გოგიტა მაჩხანელმა და მიმტანს ანიშნა, - ჩაი მოგვიტანეო. - ეგ კადრები მეც ვნახე, - დაუმოწმა ირაკლი ცარციძემ, - 9000 სამხედრო მოსამსახურე და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა სწავლებისთვის ცოტა უცნაურად მეჩვენა, თანაც მაკაროვის განცხადებასაც თუ გავითვალისწინებთ... - ეგ ვინღაა? - ჩაეკითხა ერეკლე დადვანი. - ვითომ ომს დაიწყებენ? - დაეჭვდა გოგიტა მაჩხანელი. - კარგი გამახსენეთ. რამდენიმე წუთით დაგტოვებთ - ჩვენებს დავურეკავ კოდორში, გავიგებ, რა ხდება, - ერეკლე დადვანი წამოდგა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. - რა მაგრამ? - ერთხმად ჰკითხეს. - ეგ რას ნიშნავს? - დაიბნა ცარციძე. 2 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ერთერთი ბატალიონის მეთაურმა გრიშა, იგივე "ბატკა" ხარიტონოვმა საღამოს მოწყობაზე გამოსულ ბატალიონს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და განაცხადა: - ბრძანება მივიღეთ, ვლადიკავკაზში მივდივართ. თუ რატომ - არავის უთქვამს, ამიტომ შეკითხვებს აზრი არა აქვს. გასაგებია?.. ხვალ ბატალიონი სრულ მზად ყოფნაში იყოს. ჯარისკაცებმა თანხმობის ნიშნად უგერგილოდ დაიგუგუნეს. 3 აგვისტოს, დილით, ცხინვალში თემურ გაზაევი კარზე კაკუნმა გააღვიძა. "ამ დროს ვინ უნდა იყოს", - ჩაიბუზღუნა, წამოდგა და კარი გააღო. თემური ზღურბლზე გაქვავებული იდგა. 6 აგვისტოს, ღამით, თავდაცვის სამინისტროში სამხედროებთან ერთად საგანგებო თათბირს პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. - თუმცა ქართულ საგუშაგოებს ცეცხლს იმ პოზიციებიდან უხსნიან, სადაც ოსური სამშვიდობო ბატალიონი "ალანია" დგას. ეს სოფლებია: წითელი მიწები, დმენისი და სათიხარი, - იყო პასუხი. ოთახში რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა. - ვფიქრობ, ეს დროის ფუჭი კარგვაა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ. - ქალაქის გვერდის ავლა გაჭიანურებულ პროცესად მეჩვენება, ვფიქრობ, პირდაპირ ცხინვალს უნდა შევუტიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს საჭირო გახდა, - დაამატა თარგამაძემ. - ძალიან ხომ არ ვჩქარობთ, გივი? - იკითხა მოულოდნელად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, - ბალახაძის გეგმა ჩემთვის უფრო მისაღებია, - დაუმატა მრავლისმეტყველად, მაგრამ ამაოდ გაისარჯა - გეგმა დაიწუნეს და ცხინვალზე პირდაპირი შეტევა დაიგეგმა.(!) თათბირზე გადაწყდა, რომ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოეცხადებინათ და დაეწყოთ რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია. - უკვე 12 სრულდება, მალე შეგვცვლიან კიდეც, - ჩაილაპარაკა ნოდარმა და გუშაგებს გასძახა, - რა რიცხვიაო. - რა ხდება მანდ, მიპასუხოს ვინმემ, - ისმოდა რადიოკავშირზე სამშვიდობო ძალების მეთაურის, მამუკა ყურაშვილის ხმა. ორმხრივი სროლები გათენებამდე გაგრძელდა. მერე მოულოდნელად სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ რამდენიმე ხანში სროლა კვლავ განახლდა. - გახსენით საპასუხო ცეცხლი, - ყვიროდა გამწარებული ყურაშვილი... - თავდაცვის მინისტრი ითხოვს შეხვედრას, - მოახსენა მდივანმა. "ღელავს, თუ უბრალოდ ეშინია?" - გაიფიქრა სააკაშვილმა. - ჩემგან რას ითხოვთ? - ჰკითხა სააკაშვილმა. - კარგი! აამოქმედეთ ყველა საშუალება, რაც გვაქვს... - იქნებ პოპოვი-იაკობაშვილის შეხვედრამ მოიტანოს შედეგი... გამიჭირდება, მაგრამ უნდა დაველოდო, - თქვა ხმამაღლა პრეზიდენტმა... - ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ომი არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, შეწყვიტოს ცეცხლი. ნუ გვაიძულებთ ცეცხლის გახსნას, ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედი გვაქვს. ხვალ ცხინვალში ქართულ-ოსური მოლაპარაკებები იგეგმება... - ეს არის ბოლო, რისი გაკეთებაც მე მშვიდობისთვის შემეძლო, - მიმართა კაბინეტში მყოფებს. პრეზიდენტი რამდენიმე წამს დუმდა, მერე თქვა: -–საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერონ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ძალა და სამხედრო ტექნიკა, უზრუნველყონ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც ინტენსიურად ესვრიან ქართულ სოფლებს. დაცულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და უსაფრთხოება. - ეს ხომ ომის დაწყებას ნიშნავს, ბატონო პრეზიდენტო, - გოგავას ხმაში შეშფოთება გაკრთა. 2008 წლის 8 აგვისტოს, ღამით, 23.40 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნა ბრძანა. ცხინვალის მიმართულებით 50-მდე რეაქტიული ჭურვი გაუშვეს... - ომი დაიწყო, - ჩავარდნილი ხმით თქვა გოგიტა მაჩხანელმა და მეგობარი რეზერვისტების ნომრების ძებნა დაიწყო. .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |