მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » პოლიციამ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავა
12:52 PM
პოლიციამ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავა







შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის საცავიდან უნიკალური წიგნები გაჰქონდა შემდგომი რეალიზაციისათვის. დაკავებული არიან  საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ფარულად ეუფლებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18, მე-19 საუკუნის, საქართველოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე  სხვადასხვა დასახელების უნიკალურ  წიგნებს, რომლებზეც შლიდნენ ბიბლიოთეკის შტამპს და შუამავალი პირების მეშვეობით  რეალიზაციას უკეთებდნენ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით  მოპოვებული ნივთის შეძენის ფაქტზე  დაკავებული იქნა სს ქართული ფილმის დირექტორი არჩილ გელოვანი, რომელიც მათგან სისტემატურად ყიდულობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან გატაცებულ წიგნებს.

ზურაბ ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500-მდე წიგნი. რობერტ  მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 52 ცალი წიგნი. ასევე არჩილ გელოვანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 41 ცალი სხვადასხვა დასახელების, ეროვნული არქივის ბიბლიოთეკიდან გატაცებული, ამავე და სხვადასხვა ბიბლიოთეკის შტამპის მქონე და შტამპგადაშლილი მე-19 საუკუნის წიგნი.








კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 862 | დაამატა: allfile | ტეგები: 025.ge, kriminaluri, organizebuli, დაკავება, dakaveba, კრიმინალური, police.ge, policia, spd.ge, ორგანიზებული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar