მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » საფერავის ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელისა კი 40 თეთრი
5:48 PM
საფერავის ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელისა კი 40 თეთრი



კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წელს 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელის 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში 25 თეთრს საწარმო გადაიხდის, 15 თეთრი სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს საწარმო გადაიხდის.

როგორც ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა აღნიშნეს, ყურძნის მიღების შემთხვევაში, ჩაიბარებენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც, რქაწითელს 15 თეთრად, ხოლო საფერავს 25 თეთრად. სუბსიდია დაზიანებულ ყურძენზეც გაიცემა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან დაიწყება და ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.


ინფორმაციის წყარო: „ჯი-ეიჩ-ენი" - GHN










კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1279 | დაამატა: allfile | ტეგები: საფერავი, ფასი, rkatsiteli, rqatsiteli, rkaciteli, rqaciteli, saferavi, rqawiteli, რქაწითელი, rkawiteli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar